reportiori.ge - ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:35
პოლიტიკა
ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 19:40

პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის შემთხვევაში, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. 


აღნიშნული შეზღუდვა, "სარჩევნო კოდექსში"  უახლოეს პერიოდში შევა. კანონს ახალი მუხლი ემატება. კერძოდ, პრეზიდენტის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან, არა უმეტეს ორი დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ შემდეგი თანამდებობის პირები: პრემიერ-მინისტრი, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი, შს და თავდაცვის მინისტრები, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატობის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობაა - მოსამართლის თანამდებობა, სახალხო დამცველისა და მისი მოადგილის პოსტი, პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების პოსტები.
საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, თანამდებობის დატოვება მოუწევთ პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებსა და გამომძიებლებსაც, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016