სხვადასხვა
iPhone 6-ის წარმოება მომავალ თვეში დაიწყება
ავტორი: თეო ტაბატაძე
01 ივლისი, 2014. 13:12
კომპანია Apple-ის მიმწოდებლები iPhone 6-ის სერიულ წარმოებას ჩინეთში მომავალი თვიდან დაიწყებენ.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
ხოლო როგორც Reuters წერს, სმარტფონების წარმოებით ორი კომპანია იქნება დაკავებული - Hon Hai Precision Industry და Pegatron-ი. პირველი კომპანია გაჯეტების 70%-ს აწარმოებს, ხოლო მეორე - 30-ს.
ზოგიერთი ინფორმაციით, ახალი iPhone ორი სხვადასხვა ზომის იქნება - 4.7 და 5.5 დუიმის ეკრანების.
Apple-ის მეექვსე თაობის სმარტფონების პრეზენტაცია 3 თვეში იგეგმება.
წყარო: BPN
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03