reportiori.ge - პეტრე მამრაძე: ეს ბინძური სპეკულაციაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:40
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: ეს ბინძური სპეკულაციაა!
ავტორი:
01 ივლისი, 2014. 15:54


- ბატონო პეტრე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ თქვენი მოსაზრება და პოზიცია საქვეყნოდ ცნობილია. რატომ ეთამაშება ეს ხელისუფლება საზოგადოებას „პინგ-პონგს" და რატომ არ იძიებს ჟვანიას მკვლელობას?

 

- ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია, რადგან ჟვანიას სიკვდილს იყენებენ პიარმიზნებისთვის. აქვე მინდა, ექსკლუზიურად გითხრათ ერთი რამ, - როდესაც „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, იავნიშვილს მოახსენეს - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?.. ივანიშვილმა სრულიად სამართლიანად მხრები აიჩეჩა და თქვა - მე რატომ მეკითხებით, როცა სამართალდამცავები და პროკურატურა იმისთვის არსებობენ, რომ ჭეშმარიტება დაადგინონ?! ეს იყო ძალიან სწორი და პრინციპული პოზიცია, მაგარმ სიტუაცია აყირავდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერობიდან წავიდა. გამოვიდა ღარიბაშვილი და განაცხადა - ერთ-ერთ გამომძიებელს შევხვდი და თავდაყირა დადგა ყველაფერიო! ამას მოაყოლეს ზოდელავას სეიფიდან გამოტანილი კადრების ინტერნეტით გავრცელება, რაც, თურმე, ვინმე „ჰაკიმ ფაშამ" ჩაიდინა. ჩვენ გვანახეს კადრები, სადაც პერანგით და დასვრილი შარვლით შემოსილი ჟვანიასა და უსუპოვის უსულო გვამები იატაკზეა, არადა, როცა ეს ტრაგედია მოხდა, ჩვენ მთელი დღეების განმავლობაში გვიჩვენებდნენ კოსტიუმში გამოწყობილ პრემიერს, რომელიც სავარძელში იყო ჩასვენებული. მე ვკითხულობ: რა მოხდა, მიცვალებული ჟვანია იატაკიდან წამოდგა, მერე პიჯაკი ჩაიცვა და სავარძელში ჩაჯდა თუ რაშია საქმე?! ეს არის დიდი სიბინძურე და გარდაცვლილი ჟვანიას სხვადსხვა მდგომარეობაში გადაღებული ფოტოსურათები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შემთხვევის ადგილზე უხეში ჩარევაა მომხდარი. რატომ არ იძიებენ ამას?


- თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილს არ მოუკლავს ზურაბ ჟვანია... თუ ეს ასეა, მაშინ რაშია გაჭედილი სააკაშვილი?

 

- სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები გაჭედილები არიან იმაში, რომ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, შევიდნენ ბინაში და აურდაურიეს ყველაფერი. ბინის მეპატრონე ეკა კიკიანმა, მგონი, სადღაც განაცხადა კიდეც, ბინაში რომ შევედი, ჩემი სახლი ვერ ვიცანი, ისე იყო ყველაფერი გადაადგილებულ-გადმოადგილებულიო!.. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით. აი, ამაში არიან გაჭედილები!


- ბატონო პეტრე, რატომ აურდაურიეს იქ ყველაფერი, რა საჭირო გახდა ამის გაკეთება, რა ნახეს და რა დახვდათ იქ?

 

- ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის ერთი განცხადება, რომელიც მან ქუთაისში ყოფნისას წარმოთქვა. სააკაშვილმა მაშინ გვითხრა - არსებობს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ვრცელი დასკვნა, სადაც ყველაფერი წერია, მაგრამ ეს დასკვნა შეიცავს გარკვეულ დეტალებს ზურაბ ჟვანიას პირად ცხოვრებაზე. ზურაბ ჟვანია იყო ჩვენი ახლო მეგობარი. ჩვენ გავუფრთხილდით მას და მის ხსოვნას, ჩვენ ეს არ გამოვაქვეყნეთ, მაგრამ ოჯახის წევრებს ყველაფერი ვაჩვენეთ! თუ ზურაბის ოჯახში არიან ის ადამიანები, რომელთათვისაც ძვირფასი არ არის ზურაბის ხსოვნა, ეს მათ სინდისზე იყოს! ამით მე თქვენს შეკითხვას ვუპასუხე...


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016