ამ დღეებში ამერიკიდან სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების კონგრესში ყველა მათი კოლეგის „თაფლობის თვეზე" ლაპარაკობს - კონგრესმენმა შონ პატრიკ მალონიმ ოფიციალურად იქორწინა თავის რჩეულზე რენდი ჯინ ფლორკზე!
დიახ, ძვირფასო მკითხველო, ამერიკელმა კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან კაცზე იქორწინა! თანაც, ეს უბრალო კონგრესმენი კი არ გახლავთ, არამედ თვით ნიუ-იორკელების რჩეულია!...
როგორც ამერიკული მედია იუწყება, 47 წლის მალონისა და 51 წლის ფლორკის სასიყვარულო ურთიერთობები უკვე 22 წელია, გრძელდება და, რაც არანაკლებ საგულისხმოა, მათ 3 აყვანილი შვილი ჰყავთ!...
ნამდვილად გულისამაჩუყებელია ისიც, რომ კონგრესმენმა მალონიმ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა გულისსწორისთვის ხელის თხოვნა, როცა გაუგია, როგორ მიუწერია მათ ქალიშვილს სანტა-კლაუსისთვის, გთხოვ, იქნებ წელს ჩემი მშობლები დაქორწინდნენო!
მოკლედ, დღესდღეობით მისტერ მალონი ერთადერთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოქმედი კონგრესმენია!
თუმცა, ეს კონგრესმენის ერთსქესიანი ქორწინების პირველი შემთხვევა არაა! 2012 წლის ივლისში მასაჩუსეტსიდან არჩეულმა 72 წლის დემოკრატმა ბარნი ფრენკმა 42 წლის ჯეიმს რიდიზე იქორწინა! მაგრამ ფრენკი მალე ჩამოშორდა პოლიტიკას...
როგორც „ასოშეიტედ პრესი" იუწყება, შეერთებული შტატების 113-ე მოწვევის კონგრესში 6 გეი და ლესბოსელი კონგრესმენია, რომლებიც ფარავენ თავიანთ ორიენტაციას!
„ასოშეიტედ პრესი" კი ისეთი სოლიდური მედია-ორგანიზაციაა, რომ მის ინფორმაციას, როგორც იტყვიან, ვერც ასოს ამოჰგლეჯ და ვერსად ვერ შეიტან!..
რა თქმა უნდა, მე აშკარად არ მშურს არც კონგრესმენი მალონის, არც იმ 6 ორიენტაციაგასაიდუმლოებული კანონმდებლისა და არც მთლიანად ამერიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსი!
მე, უბრალოდ, იმის შიში მაქვს, რომ ამერიკელი კოლეგების შემხედვარე, ჩვენებურმა პარლამენტარებმაც არ გადაწყვიტონ თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სადემონსტრაციოდ მეგობარ კაცზე დაქორწინებას!
არადა, ამ ჩვენი პარლამენტის ნაცუმცირესობაში ნამდვილად არის სულ ცოტა, ორი-სამი ისეთი არსება, რომელიც თვით ადეიშვილის სიყვარულობაშიც კი არის შემჩნეული!...
სხვათა შორის, ერთ-ერთ მათგანს, სულ ცოტა ხნის წინათ, მედიაშიც კი წამოაძახა ცნობილმა ტრანსსექსუალმა, აფსუს, როგორ არ გამოვეხმაურე შენს დაჟინებულ თხოვნას და არ გიხმ...ო!..
და მერე რა, რომ საქართველოს პრემიერის ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს სათანადო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქორწინება მხოლოდ მაშინ ითვლება ოფიციალურად, როდესაც ის ქალსა და მამაკაცს შორის ფორმდება!
ჯერ ერთი, ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ არის მომზადებული! მეორეც, ასეც რომ იყოს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ნაცები „ოცნების" მთავრობის მეთაურის საერთაშორისო დისკრედიტაციისათვის საკუთარი თანაპარტიელის სექსუალურ ორიენტაციასაც კი გაამჟღავნებენ - აი, ნახეთ, ამ ჩვენს თვალხატულა ბიჭს თავის მეგობარ ბიჭზე დაქორწინების საშუალებას არ აძლევს ეს ბნელი და ჩამორჩენილი ირაკლი ღარიბაშვილიო!
და მეტიც, ამ ყველაფერს პოლიტიკური ნიშნით დევნადაც კი გააფორმებენ - საქართველოს ხელისუფლება სექსუალური უმცირესობების უფლებებს ზღუდავსო.
თქვენ გგონიათ, გააპროტესტებენ? იმდენი არ იყოს ჩემი მტერი!
გიორგი გიგაური