გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე „რეპორტიორთან" ინტერვუში მამის მკლელობის დეტალებზე საუბრობს. მისი განცხადებით,სააკაშვილთან მოჟღურტულე ხელისუფლების დამსახურებაა, სისხლის სამართლის დამნაშავეები ამდენს რომ ბედავენ!
„ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა დათა ახალაიამ დაგეგმა და როგორც ჩანს, ორგანიზება მეგის ქარდავას დაავალა, რომელმაც თავის მხრივ დავალება მისცა ადამიანს, ვინც დღეს საქმეში ოქროს მოწმეა. ეს ადამინი, რომელიც ყოფილი პოლიციელი და მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი იყო, ამბობს, რომ მეგის ქარდავამ მას სამეგრელოდან ორი სპეცრაზმელის წამოყვანა დაავალა, ასახელებს კონკრეტულ სახელებსაც და გვარებსაც, რომელთაც მამაჩემი უნდა მოეკლათ. იმის გამო, რომ ამ კაცმა ეს და კიდევ სხვა დავალება არ შეასრულა, საშინელ რეპრესიებში მოჰყვა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ იგი მათთვის სანდო აღარ იყო, პირადად გუნავამ სასიკვდილოდ სცემა, დიახ, სწორედ იმ თენგიზ გუნავამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ისევ გუბერნატორად დანიშნა. ეს არის ზუსტად სააკაშვილთან მოჟღურტულე ხელისუფლების ნაწილის დამსახურება, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები და მკვლელები ამდენს ბედავენ,"- აცხადებს რუსუდან შარაძე.