გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე, მოწმის გიორგი გათენაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავას უნდა დაბრალებოდა. მკვლელობის საქმის დეტალებზე რუსუდან შარაძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა.
„კიდევ ერთი მოწმე, ყოფილი პატიმარი გიორგი გათენაძე, რომელიც იმ ციხეში იხდიდა სასჯელს, სადაც ბარათელი იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მელნიკოვმა მას ბარათელის „დამუშავება"დაავალა. მათი გეგმის მიხედვით, ბარათელს უნდა ეთქვა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავამ შეუკვეთა. დააკვირდით, როგორი წრე იკვრება - მელნიკოვი, ქარდავა, გუნავა, ახალაია. ეს ძაფი სააკაშვილამდე მიდის, რომელიც ქვეყნის პირველი პირი იყო და რომლის „მწვანე შუქის" გარეშე ასეთი საშინელებების ჩადენის უფლებას, საკუთარ თავს ვერავინ მისცემდა! სამწუხაროდ, ეს ჩვენებები პროკურატურისთვის ცნობილია, მაგრამ გურამ შარაძის მკველობის ხელახალი გამოძიება დაწყებული არ არის!"- აცხადებს რუსუდან შარაძე.