გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ მამის მკვლელობის საქმეში ახლად აღმოჩენილი გარემოებები საკმარისზე მეტია და გაუგებარია მისთვის რატომ არ იწყებს პროკურატურა ხელახალი გამოძიებას.
„არჩილ კბილაშვილს გურამ შარაძის მკვლელობის თემაზე არაერთხელ დაუსვეს კითხვა, რაზეც პასუხობს, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, დახურული საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იქნებაო. ახლად აღმოჩელი გარემოებები კი საკმარისზე მეტია! გაუგებარია, რას ელოდება პროკურატურა, რომ ხელახალ გამოძიება დაიწყოს.
სხვათაშორის, მოწმემ, რომელმაც მეგის ქარდავას წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თავდაპირველად, სამეგრელოს სამხარეო პროკურორთან, იოსავასთან, მივიდა. ამ ადამიანმა მოწმის ნათქვამზე ყურიც არ შეიბერტყა. თურმე, სააკაშვილის ყოფილი პროკურორი ყოფილა. ქვეყნის ატრიალება დამჭირდა, რომ ეს მოწმე სამეგრელოში დაეკითხათ, ვიდრე ლაშა ნაცვლიშვილი არ ჩაერია.
მამაჩემის საქმის გამოძიება რომ არ იწყება, კბილაშვილის არამექრთამეობა და კარგი ადვოკატობა ვერ მიშველის!"- „ბატონო არჩილ კბილაშვილო, მიპასუხეთ პირდაპირ, ან კი, ან - არა!