reportiori.ge - რა შეცდომებზე საუბრობს სიკვდილის წინ ადამიანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:47
სხვადასხვა
რა შეცდომებზე საუბრობს სიკვდილის წინ ადამიანი
ავტორი:
03 ივლისი, 2014. 09:38


აღმოჩნდა, რომ ადამიანი, ცხოვრების გზის ბოლოს განვლილ წლებს აანალიზებს და იმ შეცდომებზე საუბრობს, რასაც სიამოვნებით შეცვლიდა შანსი რომ ჰქონოდა.

1. ნეტავ ისე მეცხოვრა, როგორც მე მინდოდა და არა ისე, როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან...

მომაკვდავი ადამიანების ყველაზე ხშირად გამოთქმული სინანული. როცა სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ბევრი ადამიანი იხსენებს გასულ წლებს და ხვდება, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თავის გულისთქმას არ დაუჯერა და აკეთებდა, რასაც საზოგადოება (მშობლები, ოჯახი, მეგობრები) ელოდნენ მისგან. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვების შეფასება. ხანდახან იმდენად, რომ მზად ვართ ჩვენს თავს და ოცნებებს ვუღალატოთ. ადამიანს არჩევანის თავისუფლება იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ჰგონია. ჯანმრთელობა თავისუფლებაა, მაგრამ როცა აღარ გვაქვს მხოლოდ მაშინ ვხვდებით.

2. ნეტავ ამდენი არ მემუშავა...

მომაკვდავი ადამიანები ხშირად ნანობენ, რომ დიდი დრო არ დაუთმეს თავისი შვილების პატარაობას, მეუღლის სიყვარულს, ახლობლებთან ურთიერთობას, მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პროფესიულ განვითარებას და მატერიალურ „დოვლათს". თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც აქტიური პროფესიული ცხოვრება ჰქონდა, ბოლოს ნანობს, რომ სამსახურს დიდი ადგილი დაუთმო ცხოვრებაში.

3. ნეტავ ჩემი გრძნობების გამოხატვის სითამამე მქონოდა...

მრავალი ადამიანი იკავებს თავს საკუთარი აზრების და სხვების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვისგან, რომ გარემომცველებთან „მშვიდობა" შეინარჩუნონ. ისინი თვლიან, რომ სულ სხვა ადამიანები „გამოვიდოდნენ" გულისთვის რომ დაეჯერებინათ. ვინც უყვარდათ და ვინც სძულდათ, ყველასთან გამოეხატათ თავისი გრძნობები.

4. ნეტავ მეგობრებთან მეტი დრო გამეტარებინა...

ხანდახან ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრებთან გატარებული დრო მანამ, სანამ ცოტა დრო არ დაგვრჩება. ადამიანები ისეთი ჩაკეტილები ხდებიან საკუთარ ცხოვრებაში, ოჯახებში და სამსახურში, რომ ავიწყდებათ მეგობრების დაფასება, შენარჩუნება და გვერდში დგომა. ცხოვრების ბოლოს ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ მეგობრებს იმდენი დრო და ყურადღება არ დაუთმო, რაც ეკუთვნოდათ.

5. ნეტავ ჩემი თავისთვის უფლება მიმეცა, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი...

ბევრი ადამიანი სიცოცხლის ბოლო კვირამდე ვერ ხვდება, რომ „იყო ბედნიერი" არის არჩევანი. ბევრი ნანობს, რომ ბედნიერებას კომფორტი არჩია. მათი ოცნებების დიდი ნაწილი ყოველდღიურ რუტინას შეეწირა და ის, რაც ნამდვილ სიხარულს მიანიჭებდა, ყოველთვის მომავლისთვის აღმოჩნდებოდა გადადებული. ცვლილებების შიში ბევრ ჩვენგანს უკარგავს ბედნიერების შესაძლებლობას და იმ გზებს უკეტავს, რომლებსაც ჩვენი თავის უკეთ შემეცნებისკენ და იმ ცხოვრებისკენ მივყავართ, რომელიც ბედნიერებას მოგვიტანს.



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)



(წყარო. blogger. ge) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016