reportiori.ge - ქართული ღვინის ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი 66%-ით ლიდერობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:59
ეკონომიკა
ქართული ღვინის ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი 66%-ით ლიდერობს
03 ივლისი, 2014. 11:20


ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2014 წლის 6 თვეში (იანვარ-ივნისი) მსოფლიოს 34 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 26 872 145 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 136%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.


ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი, სადაც რუსეთი ლიდერობს 66%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით 17 901 244 ბოთლი შეადგინა.


საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 87 270 181 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 159%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.


წლის პირველ ნახევარში სულ 10 ქვეყანაში ბრენდის ექსპორტმა - 5 587 168 (0,5ლ) ბოთლი შეადგინა. წლის პირველ ნახევარში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 20 275 872 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.


ბრენდის ექსპორტში ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპორტმა - 3 163 572 ბოთლი შეადგინა. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს 2 106 576 ბოთლით იკავებს რუსეთი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016