New Jersey-ის სახელმწიფო მოხელეების განცხადებით, ადამიანი-ნიანგის არსებობა რეალობაა. მათი თქმით, ჭკვიანი და ბასრ-კბილებიანი ჰომინიდები ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთით Florida-ში, Lousiana-სა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ New Jersey-ის ყველაზე დიდ ჭაობებში ბინადრობენ.
ადამიანი-ნიანგი დაახლოებით 5 მ. სიგრძისაა, აქვს მოზარდის ტანი და განეკუთვნება ძუძუმწოვარ რეპტილიების გვარს. მისი ტანი დაფარულია თხელი და პრიალა ქერცლით. მათ ასევე შეუძლიათ აზროვნება.
ადამიანი-ნიანგი ჯერ კიდევ 1973 წლის ზაფხულში New Jersey-ის Newton-Lafayette-ის რაიონში ადგილობრივებმა ნახეს. 1977 წელს კი ბიოლოგმა ალფრედ ჰულსტრუკმა გააკეთა განცხადება ქერცლოვანი ადამიანის შესახებ, რომელიც ჩნდება ბინდის დროს, მთიანი მხარეების ინვაზირებული წყლებიდან.
1993 წლის 9 ნოემბრის Weekly World New-მა მიუძღვნა სტატია აღნიშნულ თემას სათაურით
„ფლორიდის ჭაობში აღმოაჩინეს ნახევრად ადამიანი, ნახევრად ნიანგი“.
ამჟამად ადამიანი-ნიანგის მუმიფიცირებული გვამი სტოკჰოლმის მუზეუმშია დაცული.