ბათუმში სილამაძის სალონის ძარცვისას ორი პოლიციელის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 2-ე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების მამუკა კომახიძისა და ზვიად ქათამაძის დაჭრის ფაქტზე შსს-ს აჭარის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისა და ძარცვის მცდელობისათვის ნასამართლევი, 1993 წელს დაბადებული ბედია ქ. დააკავეს..
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოში ტბელ აბუსერიძის 1-ლ ნომერში მდებარე სილამაზის სალონიდან შევიდა, ინფორმაციარომ იქ იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ სალონი წინა დღეს გაქურდა. ადგილზე გამოცხადებული პოლიციელები ეჭვმიტანილმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. მან მამუკა კომახიძეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ხოლო ზვიად ქათამაძეს ხელის არეში მიაყენა და მიმალვას შეეცადა, თუმცა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
დაჭრილი სამართალდამცველებს პირველადი დახმარება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუწიეს. ისინი სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
ამ ეტაპზე გამოძიება პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 353-ე მუხლით) .
გამოძიების პროცესში დაკავებულს სავარაუდოდ ბრალი ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმდება.