reportiori.ge - შსს პოლიციელების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:19
სამართალი
შსს პოლიციელების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 20:56

ბათუმში სილამაძის სალონის ძარცვისას ორი პოლიციელის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს  ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 2-ე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების მამუკა კომახიძისა და ზვიად ქათამაძის დაჭრის ფაქტზე შსს-ს აჭარის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისა და ძარცვის მცდელობისათვის ნასამართლევი, 1993 წელს დაბადებული ბედია ქ. დააკავეს..


  შსს-ს ინფორმაციით,  ბათუმის საქალაქო სამმართველოში ტბელ აბუსერიძის 1-ლ ნომერში მდებარე სილამაზის სალონიდან  შევიდა, ინფორმაციარომ იქ იმყოფებოდა  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ  სალონი წინა დღეს გაქურდა. ადგილზე გამოცხადებული პოლიციელები  ეჭვმიტანილმა   ცივი იარაღის გამოყენებით  დაჭრა. მან  მამუკა კომახიძეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ხოლო ზვიად ქათამაძეს ხელის არეში  მიაყენა და  მიმალვას შეეცადა, თუმცა  მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. 


დაჭრილი სამართალდამცველებს პირველადი დახმარება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუწიეს. ისინი  სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.


ამ ეტაპზე გამოძიება პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 353-ე მუხლით) .
გამოძიების პროცესში დაკავებულს სავარაუდოდ ბრალი ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმდება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016