მოდულის შენობასთან, დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გიგი უგულავას მეუღლე, დეპუტატები, ყოფილი გამგებლები, ტელე-წამყვანი - ნანუკა ჟორჟოლიანი, მომღერალი - ნინა წკრიალაშვილი, მსახიობი - ია ფარულავა და არასამთავრობო ორგანიზაციები - „დროა“, „თავისუფალი ზონა“, „აპრიორი“, „პიკასოს კლუბი“ და გიგი უგულავას სხვა მეგობრები მონაწილეობდნენ.
„გიგი, შენთან ვართ! თავისუფლება გიგის! გიგის გაუმარჯოს!“- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის: თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, დღეს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. უგულავას უკანონო თანხების ლეგალიზება ედება ბრალად.
გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.