reportiori.ge - ბარაქ ობამა: მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვიცავთ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო ნორმებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:13
მსოფლიო
ბარაქ ობამა: მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვიცავთ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო ნორმებს
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 12:25

აშშ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განახორციელებს,  სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და გამორიცხავს ამერიკელი ჯარისკაცის სირიის მიწაზე ყოფნას. მისივე თქმით, თეთრი სახლი არ განიხილავს სირიაში სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას, მაგრამ ბაშარ ალ-ასადმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხის მკვლელობაზე. 
"ჩვენ ვერ მივიღებთ მსოფლიოს, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მოქალაქეები გაზით მოწამლეს. მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვიცავთ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო ნორმებს", - განაცხადა ბარაქ ობამამ და აღნიშნა, რომ 21 აგვისტოს დამასკოში, ქიმიური იარაღის გამოყენება "გამოწვევა იყო მსოფლიოსთვის, რომელიც დაემუქრა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს". 
ბარაქ ობამას განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ჯონ ქერიმ განცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას 1 429 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 426 ბავშვი. ამასთან, სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოსაძიებლად ჩასულმა გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფმა 30 აგვისტოს მუშაობა დაასრულა. თუმცა, გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ექსპერტთა საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება ორი კვირის განმავლობაში მოხდება. 
სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით კი, მიუხედავად დიდი ბრიტანეთის უარისა, საფრანგეთი მზად არის სამხედრო მოქმედებები განახორციელოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016