reportiori.ge - ჯონ კერი : ასადის რეჟიმს ყველაზე ფართო ქიმიური შეიარაღების პროგრამა აქვს ახლო აღმოსავლეთში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:58
მსოფლიო
ჯონ კერი : ასადის რეჟიმს ყველაზე ფართო ქიმიური შეიარაღების პროგრამა აქვს ახლო აღმოსავლეთში
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 12:27

რაიმე ნაბიჯის გადადგმამდე, მნიშვნელოვანია სირიის საკითხი განვიხილოთ ამერიკელ ხალხთან და კონგრესთან ერთად, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისი თქმით, არის დეტალები, რომელსაც ფართო საზოგადოებას არ წარუდგენენ, თუმცა აშშ-სთვის ცნობილია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. "მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვები, ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით საიდან და როდის გაუშვეს ქიმიური იარაღი. 4 დღის განმავლობაში ისინი ბომბავდნენ მიმდებარე ტერიტორიებს, რომ გაენადგურებინათ სამხილები. ასადის რეჟიმს აქვს ყველაზე ფართო ქიმიური შეიარაღების პროგრამა ახლო აღმოსავლეთში", - განაცხადა კერიმ. 
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოს მიმდებარედ, 21 აგვისტოს მომხდარ ქიმიურ შეტევას 1429 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 426 ბავშვია. როგორც კერიმ აღნიშნა, ბაშარ ასადის შეიარაღებულ ძალებს ქიმიური იარაღი 21 აგვისტომდეც არაერთხელ გამოუყენებია. 
 როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ამერიკელმა სპეციალისტებმა ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები რამდენჯერმე გადაამოწმეს, "რათა არ განმეორდეს ის შეცდომა, რაც ერაყში მოხდა". 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016