reportiori.ge - ბათუმში, საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „INTER ART BATUMI 2013“ გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:12
კულტურა
ბათუმში, საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „INTER ART BATUMI 2013“ გაიმართება
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 12:59

ქალაქ ბათუმსა და ესპანეთის ქალაქ მარბეას შორის 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 1-3 სექტემბერს, ბათუმში, რიგით მეორე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „INTER ART BATUMI 2013" გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ევროპელი მხატვრები, მომღერლები, სამხატვრო გალერეები, ბიზნესსექტორი. ასევე, წელს პირველად, ფესტივალში მონაწილეობენ მხატვრები - ათათურქის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან, პოლონეთიდან, მალტიდან, ბათუმის ხელოვნების სასწავლებლის წარმომადგენლები, სტუდენტები.

INTER ART BATUMI 2013"-ის საპატიო სტუმრები იქნებიან: მარბეას მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაცია, საერთაშორისო ხელოვნების ექსპერტები; მომღერლები: საერთაშორისო სოპრანო - JULIAN HANTERI -LONDONI - CVERN GARDEN, ROYAL OPERA HOUSE ; ამომავალი ვარსკვლავი - KIM ALVORD - POP DA RNB - LONDONIFAME STAGE ACADEMY, SHEILA PAZ - REALITY STAR 2012-ის გამარჯვებული მალაგის ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული FLAMENCOS მომღერალი.

პროექტი ხორციელდება ქალაქ ბათუმის მერიის პატრონაჟით. ოფიციალური მხარდამჭერები არიან: ბათუმის მერია, ესპანეთში, ქალაქ მარბეაში არსებული ქართული კულტურის ცენტრი „EUROGEORGIA", მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - კომპანია „VIPR" (ტრენინგისა და ღონისძიებათა მართვის საკონსულტაციო ცენტრი), საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა ანდალუზიაში, ესპანეთის ბიზნესმენ ქალთა ასოციაცია „WOMEN IN BUSINESS SPAIN, MARBELLA WINE WAREHOUSE" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში.

პროექტი მიზნად ისახავს, ქართული და ესპანური კულტურის პოპულარიზაციას, ევროპელ ხელოვანთა ინტეგრირებას. შარშან ფესტივალში 70 - მდე მხატვარმა მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალმა მიიღო ტრადიციული, ყოველწლიური ხასიათი და „საერთაშორისო STREET ART FAIR" - ის სახელით დამკვიდრდა შავი ზღვის სანაპიროზე .

საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მათი შემოქმედების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნება საერთაშორისო კატალოგსა და საერთაშორისო მედიაში. 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016