reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკურთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური შესაძლებლობებიც გაგვიჩნდა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:52
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკურთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური შესაძლებლობებიც გაგვიჩნდა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ავტორი: ანა ნოდია
05 ივლისი, 2014. 13:54



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოოპერაციის საერთაშორისო დღფერმერებს მიულოცა და გამართულ ღონისძიებაზე ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია  მიაწოდა.

 

 

პრემიერმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციებში ფერმერთა ნებაყოფლობით გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

“ ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო მეურნეობების კონსოლიდაცია, გაერთიანება უფრო მეტი შემოსავლის, დოვლათის, სარგებლის მისაღებად. სწორედ ჩვენს მიერ სოფლის მეურნეობაში დაწყებულმა რეფორმებმა მისცა სტიმული ამ პროცესს. მისასალმებელია, რომ უმოკლეს დროში უკვე შეიქმნა 100-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული გაერთიანება. მასში გაწევრიანებული ფერმერები, გლეხები, მეწარმეები ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი ადამიანური, მატერიალური, ტექნიკური რესურსით შეძლებენ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, აწარმოონ მაღალი სტანდარტის ხარისხიანი პროდუქცია და დაიმკვიდრონ  ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ეს გზა გაიარა ევროპამ, ეს გზა გაიარა ყველა განვითარებულმა ქვეყანამ.

 

 

რესურსების კონსოლიდაცია, მეურნეობების გაფართოება განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა ახლა, როცა ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ხელმოწერის შემდეგ, დღეს, ჩვენ, პოლიტიკურთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური შესაძლებლობებიც გაგვიჩნდა”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ღარიბაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მთავრობა უამრავ ახალ ინიციატივას შესთავაზებს მცირე და საშუალო მეწარმეებს,  რაც ბიზნესის გაფართოებისკენ იქნება მიმართული.

 

 

















 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016