reportiori.ge - ვლადიმერ პუტინი: იმის თქმა, რომ სირიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, სისულელეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:16
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: იმის თქმა, რომ სირიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, სისულელეა
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 15:34

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო აშშ-ის განცხადება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება და ამას სისულელე უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
"იმის თქმა, რომ სირიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, სისულელეა და მეტი არაფერი", - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ აშშ-მა ამის დამადასტურებელი სამხილები უნდა წარმოადგინოს. 
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განაცხადებით, აშშ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განახორციელებს სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ.
ობამას თქმით, ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და გამორიცხავს ამერიკელი ჯარისკაცის სირიის მიწაზე ყოფნას. მისივე თქმით, თეთრი სახლი არ განიხილავს სირიაში სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას, მაგრამ ბაშარ ალ-ასადმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხის მკვლელობაზე. 
30 აგვისტოს სირიაში მუშაობა დაასრულა გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიების მიზნით იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ექსპერტთა საბოლოო დასკვნა ორი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016