აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში ალბერ კამიუს პიესის „მართალნის“ პრემიერა შედგა. სპექტაკლი რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ დადგა და მასში მონაწილეობა საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ქავთარაძის ყოფილმა სტუდენტებმა მიიღეს. პრემიერის დაწყებამდე, მსახიობებმა სარკის წინ ბოლო რეპეტიცია გაიარეს, ერთმანეთი გაამხნევეს და სცენაზე ტერორისტების ამპლუაში წარმოგვიდგნენ.
ახალგაზრდა მსახიობებმა სცენაზე 1905 წლის მოვლენები გააცოცხლეს. პიესა დოკუმეტურ ფაქტებზეა აგებული და მასში რეალური პერსონაჟები მონაწილეობენ. მათ თავისუფლების დიდი წყურვილი და მებრძოლი სული აერთიანებთ. ემოციურმა სცენებმა მაყურებელში დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა.
სპექტაკლის ჩვენება ახალი სეზონიდან განახლდება, მანამდე კი მაყურებელს მისი ნახვა 5 და 6 ივლისს, აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში შეეძლება.