reportiori.ge - გარდაცვლილი ბიზნესმენის, შალვა მაზმიშვილის მეუღლე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:37
სამართალი
გარდაცვლილი ბიზნესმენის, შალვა მაზმიშვილის მეუღლე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 16:39

გარდაცვლილი ბიზნესმენის შალვა მაზმიშვილის მეუღლე საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. თამარ მინაშვილის განცხადებით, მისი ქმარი 17 აგვისტოს მუხათგვერდის გზაზე ჩაცხრილეს. თამარ მინაშვილი უარყოფს ოფიციალური წყაროების მიერ დადგენილებას, სადაც აღნიშნულია რომ საქმე შესაძლოა თვითმკვლელობას ეხებოდეს. მეუღლის განცხადებით, სუიციდის შემთხვევა გამორიცხულია, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო გაფორმებული. თამარ მინაშვილის განცხადებით, ბიზნესმენისათვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა საკონტროლო გასროლაა, მანქანა კი გარედანაც დაცხრილულია.

„გაიჟღერა ვერსიამ, რომ ჩემს ქმარს ვიღაცასთან ჰქონდა დაძაბული საუბარი, ვინაიდან მანქანის კარებთან იპოვეს სიგარეტის შვიდი-რვა ნამწვი. ამის შემდეგ მანქანა არის დაცხრილული, თუმცა, ჩემს მეუღლეს მხოლოდ ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, ყურის უკან, ხოლო მანქანაში სისხლის კვალი საერთოდ არ იქნა აღმოჩენილი. იქვე მითხრეს, რომ სავარაუდოდ დიდი რაოდენობის თანხა მოჰქონდა, 500 - 700 ათას დოლარი. შემდეგ გამოძიებამ ეს თანხა ძალიან გაზარდა" - განაცხადა გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლემ, თამარ მინაშვილმა 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016