"რომ მოდიხართ და გვთავაზობთ თავს, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ რომ მოდიხართ და გვთავაზობთ თავს, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალე." - აღნიშნული განცხადება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, საკვირაო ქადაგებისას, მეუფე იაკობმა გააკეთა.
"დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?! პლაკატებზე ისევ იქნება "ავამუშაოთ", მაგრამ ისევ ქუჩაში დახვრეტები?! ისევ ციხეებში გაუპატიურება?! ვიღაც ხომ შეიძლება მხილებული ყოფილიყო?! ეს ხომ სისტემა იყო? ამას ვერ იზამდა ვერავინ, რომ არა ერთი კაცი, რომელიც გაქცეულია ქვეყნიდან და არ ჩამოდის. რომ ჩამოვიდეს, რისი შიში აქვს არ ვიცი, ან იქ რომ ჩავალთ და დაველაპარაკებით, 26 კომისარივით მობრუნებას ხომ არ აპირებენ... ამიტომ რომ მოდიხართ და გვთავაზობთ თავს, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ, გადით და ჩამოაყალიბეთ რაღაცა, თუ დაგაკლდათ - ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა... შეიძლება მძიმე სიტყვები იყოს, მაგრამ, როცა არ ხართ ღირსი სათავეში ყოფნის და როცა უფალი გადაგწევს, სხვებს უნდა დაუთმოთ! არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონია. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა და საზოგადოებას მოუწოდა არჩევნებზე იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც საქართველოს ღირსება აჰყარა უარი უთხრან.
"უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ეთქვას. მაბეზღარებივით, ჯერ გადაწყევეტილება გამოტანილი არ არის, მაშინვე საზღვარგარეთ გარბიან. ხან რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიწერს "ტვიტერზე" და ხან - ვინ. აბა, ამერიკელებს და თავმოყვარე ერებს დაუწერეთ ასე, თუ შეგიშვებენ ქვეყანაში მერე. ერთი ადამიანიც არ მემეტება ციხისთვის, მაგრამ რომ დააშავა, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს. მით უმეტეს, მკვლელებზე, ვინც აუპატიურებდა, იმაზე ხელის დაფარება, რა არის?! ორი წელი გადის და კიდევ ამაყად დადიან და ჭკუას გვასწავლიან. მადლობა ღმერთს, რომ შურის მაძიებელი ერი არ ვართ და კიდევ ველოდებით როდის დაბრუნდებიან ერის წიაღში. რაც არ უნდა იძახონ: "რეიტინგი, რეიტინგი", რომელ რეიტრინგზეა ლაპარაკი... ქუჩაში ისე ხომ არ უნდა გამოვიდეთ, რომ გოგლიმოგლის პარტიად ვიქცეთ - კვერცხები დაგვაყარონ. ეს ჩვენი სირცხვილიც არის. სულ არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს მოქალაქეს კვერცხს ესვრიან. თუ ქვეყანა და ღმერთი უყვართ, ცოტა ხანი გვერდზე გადადგნენ, შეხედონ საკუთარ შეცდომებს და წლები რომ გავა, თუ უფალი ინებებს და ხალხის ნებაც იქნება, ბევრი კარგი ადამიანია იქ და ვიღაცეებს პოლიტიკურ სამარეში არ უნდა გადაყვნენ. ძველად, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ასეთ ხალხთან დგომა უდიდესი სირცხივილი იყო. „- განაცხადა მეუფე იაკობმა.