reportiori.ge - 10 ყველაზე ცნობილი მექალთანე მსოფლიოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
ყვითელი
10 ყველაზე ცნობილი მექალთანე მსოფლიოში
ავტორი:
07 ივლისი, 2014. 09:50


წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილი მექალთანეების ათეულს მსოფლიო ისტორიაში.


1. ფიდელ კასტრო

ამბობენ, რომ კუბელ დიქტატორს, ფიდელ კასტროს 35 ათას ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. კუბელი დიქტატორის ადმინისტრაციიდან ერთ-ერთი თანამდებობის პირის ცნობით, კასტროს 40 წლის განმავლობაში დღეში 2 ქალთან მაინც ჰქონდა ურთიერთობა. მას ერთი გოგონა სადილზე მოყავდა, მეორე კი - ვახშამზე. თუმცა, მისი საყვარლების ზუსტი რაოდენობის დადგენა, შეუძლებელია.


2. უილტ ჩემბერლენი -  კალათბურთელს 20 000 ქალთან ჰქონია ურთიერთობა.


1991 წელს გამოცემულ საკუთარ წიგნში - „ხედი ზევიდან" NBA-ს კალათბურთელმა განაცხადა, რომ  ცხოვრების მანძილზე მას 20 000 ქალთან ჰქონდა ურთიერთობა.


1999 წელს 62 წლის უილტმა მამაკაცებს უთხრა, რომ მისთვის არ მიებაძათ. მისი თქმით, ერთ ქალთან დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა უფრო მეტად იყო ბედნიერების მომტანი.



3. ჯეი ჰოკინსი - 57 ბავშვის მამა


2000 წელს, გარდაცვალებამდე, ბლუზის ექსცენტრიულმა შემსრულებელმა ჯეი ჰოკინსმა თავის ახლობლებს და ბიოგრაფს, მარალ ნიგოლიანს განუცხადა, რომ 57 ბავშვის მამა იყო. ჰოკინსი ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას არც დრამატული ისტორიები აკლდა.


ჰოკინსი 70 წლის ასაკში გარდაცვალა და სიცოცხლის ბოლომდე სცენაზე იდგა. მომღერლის თქმით, ის ყველაზე მეტად ნანობდა, რომ არ იცოდა, ზუსტად რამდენი შვილის მამა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ნიგოლიანმა სპეციალური საიტიც გააკეთა, სადაც ცდილობდა დაედგინა ჰოკინსის შვილების ზუსტი რაოდენობა. ამ დრომდე აღმოჩენილია და ოფიციალურად დამტკიცებულია ჯეი ჰოკინსის 33 შვილის არსებობის შესახებ.



4. ჯონ ჰოლმსი - პორნოვარსკვლავი ამაყობს, რომ მას 14 000 ქალი ჰყოლია.


ჯონ ჰოლმსი 70-80-იან წლებში გადაღებული 2250-ზე მეტი პორნოფილმის ვარსკვლავია. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰოლმსმა დაიტრაბახა, რომ მას 14 000 ქალთან ჰქონდა სექსი. ჰოლმსი 1986 წელს აივ ინფექციის შედეგად, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 

5. ჯინ სიმონსი - ჯგუფ KISS-ის ბასისმა განაცხადა, რომ აქვს იმ 5 000 ქალის ფოტო, რომელთანაც წოლილა.



აღნიშნული განცხადება სიმონსმა 2010 წელს ერთ-ერთ დილის გადაცემაში გააკეთა, მუსიკოსის თქმით, ფოტოები პოლაროიდ-ის აპარატითაა გადაღებული. არავინ იცის სინამდვილეს შეესაბამება თუ არა სიმონსის ნათქვამი.


 

6.უორენ ბიტი - მსახიობი ჰოლივუდის „ცხელ" მსახიობებს არჩევდა


2010 წელს პიტერ ბისკინდმა დაითვალა, რომ მსახიობ უორენ ბიტის 13 000 ქალთან ჰქონია ურთიერთობა. აღნიშნულის შესახებ ბისკინდმა თავის წიგნში განაცხადა, რომელიც უორენ ბიტის ბიოგრაფიას ეხებოდა. ბიტის PR-ჯგუფმა ინფორმაცია უარყო. თუმცა, ცნობილია ბიტის რომანები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიცაა: ნატალი ვუდი, ბრიჯიტ ბარდო, ჯეინ ფონდა, ჯოან კოლინზი, კარლი საიმონი... ბიტი 1992 წელს დაქორწინდა ანეტ ბენინგზე.


7. ჯაკომო კაზანოვა


მიუხედავად იმისა, რომ კაზანოვას რომანები ჩამოუვარდება ზემოთ ჩამოთვლილთა რაოდენობას, დღემდე სწორედ მისი სახელი მოიაზრება ქალების გულთამპყრობელის სინონიმად.


კაზანოვა 1725 წელს ვენეციელი მსახიობების ოჯახში დაიბადა. მას მღვდლობა სურდა და სემინარიაშიც სწავლობდა, თუმცა იქიდან  მას შემდეგ გამოაგდეს, რაც სხვა სტუდენტთან ერთად ლოგინში წაასწრეს. კაზანოვა ბევრ პროფესიას ფლობდა: იყო მდივანი, ჯარისკაცი, ალქიმიკოსი, პროფესიონალი მოთამაშე, უკრავდა ვიოლინოზე. 1755 წელს ის ჯადოქრობის ბრალდებით ციხეში 5 წლით ჩასვეს. თუმცა ციხიდან 1 წელიწადში გამოიქცა და პარიზში დასახლდა, სადაც  პამფლეტი დაწერა თავისი გმირობების შესახებ, რაც ნამდვილ სენსაციად იქცა. 


8. ჩინგიზ ხანი


2003 წელს გენეტიკის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ყოფილი მონღოლეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მამაკაცების 8%-ს პრაქტიკულად იდენტური Y - ქრომოსომები (ანუ ქრომოსომები, რომელიც შვილს მამისგან გადაეცემა) აქვს. მკვლევარები ამ ფაქტს ჩინგიზ ხანის ტირანიით ხსნიან. მისი იმპერია კასპიის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე იყო გადაჭიმული, მან გაანადგურა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა და მათი ქალები საკუთრად აქცია. ეს ფაქტი გახდა გენეტიკური მრავალფეროვნების შემზღუდველი ფაქტორი.


აღმოჩნდა, რომ მონღოლეთის მბრძანებელი იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ დაახლოებით 16 მლნ მამაკაცი ჩვენს პლანეტაზე, მისი პირდაპირი შთამომავალია. თუმცა, სპეციალისტებს, დნმ -ის შესადარებლად არ მოეპოვებათ ჩინგიზ ხანის კანის ნიმუში.


9 ლორდ ბაირონი


თავისი ხანმოკლე ცხოვრების (1788-1824) მანძილზე პოეტმა ათასობით ლექსის დაწერა მოასწრო. თუმცა, უცნობია მისი სასიყვარულო ისტორიების რაოდენობა. ამბობენ, რომ ბაირონს 250 ქალთან ჰქონდა ურთიერთობა.


10. ჯეკ ნიკოლსონი


ამბობენ, რომ მსახიობს სასიყვარულო ურთერთობა 2000 ქალთან ჰქონია. მას რომანი ჰქონდა ანჟელიკა ჰიუსტონთან, ჯენის დიკენსონთან, მიშელ ფილიპსთან, ჯონი მიტჩელთან, მელანი გრიფიტთან, მერილ სტრიპთან და სხვა...



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


წყარო -   ambebi.ge 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016