reportiori.ge - პირველი სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის ფასი მოიმატებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:14
ეკონომიკა
პირველი სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის ფასი მოიმატებს
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 20:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რეპორტიორი" ფინანსთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდა თანხვედრაშია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც მიმართულია ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენ და რომლის მიზანია თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირება, ასევე ქვეყნის მიახლოება თამბაქოს კონტროლის ჩარჩოკონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან.

აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების სხვადასხვა მექანიზმებს შორის, ერთ-ერთია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება.

საგადასახადო კოდექსის 188- მუხლის პირველი ნაწილის მე-3 გრაფაში შესული  ცვლილების თანახმად ფილტრიანი სიგარეტებისათვის (ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის არსებული განაკვეთი იზრდება მხოლოდ 0.60-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტისთვის - 0.15-დან 0.20 ლარამდე. შესაბამისად,  აღნიშნული რეგულაციები არ არის გათვლილი ფისკალური ეფექტის მიღებაზე. 

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდის შემდეგ კონტრაბანდის შესაძლო მატებასთან დაკავშირებული რისკები გაანალიზებულია და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება სიგარეტის ფასის შესაძლო მატებას -  თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდა უპირობოდ არ იწვევს საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას და მისი მოცულობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ვითარებაზე"-აღნიშნულია განცხადებაში  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016