მე-20 საუკუნეში საქართველოში ორი უდიდესი ტრაგედია მოხდა - 1907 წელს ჩვენი სამშობლოს დაუძინებელმა მტრებმა მოკლეს საქართველოს უგვირგვინო მეფე ილია ჭავჭავაძე და საუკუნის დასასრულს, 1993 წელს, მის გზას გაუყენეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია!
1991 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?", რომელსაც დადებითად უპასუხა 3 266 280-მა ამომრჩეველმა!
სწორედ ამის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციაში სამარადისოდ ჩაიწერა შემდეგი (საქართველოს კონსტიტუცია, თავი პირველი, მუხლი 1):
„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი, განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".
საყოველთაოდაა ცნობილი ზვიად გამსახურდიას საზოგადო მოღვაწეობა, მაგრამ წინამდებარე წერილში შეუძლებელია მისი ღვაწლის აღწერა, რაც ისედაც კარგადაა ცნობილი!
წუთისოფელმა ზვიად გამსახურდიას იმ მცირერიცხოვან გენიოსთა ბედი არგუნა, რომლებმაც სიკეთე, კაცთმოყვარეობა, სიყვარული იქადაგეს, საზღაურად კი ღალატი, დევნა, წამება და სიკვდილი მიიღეს!
მოწამებრივად აღსრულებულმა ზვიად გამსახურდიამ ქართველი ხალხის უანგარო სიყვარული მოიხვეჭა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, სათანადო პატივი და დიდება მივაგოთ მის ნათელ ხსოვნას. მითუმეტეს - 2014 წელს სრულდება მისი დაბადებიდან 75 და გარდაცვალებიდან 20 წლისთავი.
ყოველივე ამის გამო, გთხოვთ - ქალაქ თბილისის აეროპორტს (ასეა აშშ-ში, საფრანგეთში, ისრაელში), თბილისის რომელიმე მოედანს და ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს ზვიად გამსახურდიას სახელი და დაიდგას მისი ძეგლი ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილზე!
ყოველივე ამას დაამშვენებს - ე. წ. „ვარდების მოედანს" მიენიჭოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას სახელი.
კეთილი სურვილებითა და პატივისცემით:
ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი;
თამაზ წივწივაძე, საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი;
რეზო ამაშუკელი, პოეტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;
დედა თამარი (ქევხიშვილი);
მამა ნოდარი (ქათამაძე);
მამა თეიმურაზი (ყურავა);
მამა მირიანი (სამხარაძე);
რენე კალანდია, პოეტი;
ანზორ თოთაძე, პროფესორი;
დიმიტრი ქებურია, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
იუნონა აფაქიძე, ხელოვნებათმცოდნე;
მირიან წიკლაური, პარლამენტის წევრი;
ზაურ ბედია, პირველი კლასის მფრინავი;
რეზო კემულარია, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
არჩილ მაკარიძე, თერჯოლის რაიონის პრეფექტი;
ია ბაგრატიონი, თავადაზნაურთა საკრებულოს თავმჯდომარე;
ჯემალ დავლიანიძე, მწერალი, კასპის რაიონის პრეფექტი;
თემურ ჩალაბაშვილი, პოეტი;
ალექსი არაბული, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
ევტიხი ბენდელიანი, არბიტრაჟის თავმჯდომარე (1991 წ.);
ლია გუდაძე, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი;
ლია კაცაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
ზაურ კვარაცხელია, პროფესორი;
შოთა წიკლაური, ყოფილი პოლიტპატიმარი;
გურამ ისაკაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
დენიზ სუმბაძე, პროფესორი;
მურმან მზარელუა, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი;
ვახტანგ გურგენიძე, თადარიგის მაიორი;
ჯონი ნადირაძე, სამტრედიის პრეფექტის მოადგილე;
მზია ბაქრაძე, ჟურნალისტი;
ლერი ალიმონაკი, მწერალი;
ლერი გირგვლიანი, დმანისის რაიონის პრეფექტი;
მურად კვანტალიანი, აბაშის ბატალიონის მეთაური;
ჯემალ იონათამაშვილი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
ჯონდო ბერეკაშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი;
გიგლა ბახტაძე, ფოთის პრეფექტის მოადგილე;
მერაბ თავაძე, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი;
სალომე ზვიადაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
ავთანდილ ძაბირაძე, გვარდიელი;
დავით კუპატაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე;
გია ჯიაძე, ცაგერის რაიონის პრეფექტი;
გია სუბელიანი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
როსტომ გვარამია, ხობის რაიონის პრეფექტის მოადგილე;
გია ფიცხელაშვილი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
ლევან წიქვაძე, ბატალიონის მეთაურის მოადგილე;
მალხაზ სანიკიძე, ბოლნისის რაიონის პრეფექტი;
ნუგზარ ჩხაიძე, პროფესორი;
ბადრი მელაძე, აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
შალვა შანიძე, ბატალიონის მეთაური;
მანუჩარ თოფაძე, გლადნის რაიონის პრეფექტი;
თამაზ ბულაური, დუშეთის პრეფექტის მოადგილე;
ისიდორე კაჭახიძე, დოქტორანტი;
ელგუჯა ბუაძე, ლიტერატორი;
ეთერ ციცხვაია, ყოფილი პოლიტპატიმარი;
გია ფერაძე, ზესტაფონის პრეფექტის მოადგილე;
ზურა თორდია, ყოფილი პოლიტპატიმარი;
ოთარ ნაჭყებია, ზუგდიდის საკრებულოს წევრი;
თემურ ჩომახაშვილი, „ამაღლება 2012"-ის პრეზიდენტი;
ნოდარ კვარაცხელია, პროფესორი;
ავთანდილ დავითაია, პროფესორი;
როლანდ კაკულია, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი;
ანზორ მელია, კარდიოლოგიური კლინიკა „გულის" ხელმძღვანელი.
ხელმოწერები გრძელდება.