რეგიონები
გადაუღებელმა წვიმამ ლანჩხუთის რაიონი დააზარალა
01 სექტემბერი, 2013. 12:02
გადაუღებელმა წვიმამ ლანჩხუთში და ლანჩხუთის რაიონის სოლებში, სუფსასა და ახალსოფელში საცხოვრებელი სახლები დატბორა.
დახოცილია შინაური ფრინველი და წყლით არის დაფარული საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი, ყველაზე რთული მდგომარეობა ახალსოფელშია, სადაც წყალმა სამანქანო მაგისტრალი და რკინიგზის ლიანდაგიც დაფარა.
ძლიერმა წვიმამ სენაკის რაიონიც დააზარალა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გადამცემი ხაზები. რამდენიმე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ყველაზე მძიმე ვითარებაა შეკვეთულიში სადაც მოგლეჯილმა ხეებმა დამსვენებლების მანქანები დააზიანა. მათშორის არის სასჯელაღსრულების მინისტრის თანაშემწის, ლალი მოროშკინას ავტომობილიც.
ადგილეზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57