reportiori.ge - ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამშენებლო კომპანიების მმართველებს ხვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:24
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამშენებლო კომპანიების მმართველებს ხვდება
08 ივლისი, 2014. 11:54


 შეხვედრაზე სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებაზე დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს განიხილავენ.

 

 

როგორც ხადურმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 13 პროცენტითაა გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 28,2 % სწორედ სამშენებლო სექტორს უკავია.



დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, საგადასახადო შემოსავლების კუთხით არსებულ დინამიკას და საგარეო ვალის შემცირების მონაცემებს.



ფინანსთა მინისტრი დეველოპერებისგან მოისმენს წინადადებებსა და მოსაზრებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო გააქტიურებისა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ასევე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის.



შეხვედრას ესწრებიან შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ასევე საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია..


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016