reportiori.ge - სამტრედიიდან გრიგოლეთამდე ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:22
ეკონომიკა
სამტრედიიდან გრიგოლეთამდე ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდება
ავტორი:
08 ივლისი, 2014. 18:43



8 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი  გიორგი კვირიკაშვილი და  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი  სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  მშენებლობის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მშენებლობის დაწყება მიულოცა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკს მხარდაჭერისთვის.


„30 თვის შემდეგ სამტრედიიდან გრიგოლეთამდე გაივლის ახალი მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას და კიდევ უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის მგზავრობასეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ ძალიან დიდ  ყურადღებას ვუთმობთ მის განხორციელებას. მოგეხსენებათსაქართველო ისტორიულად გახლდათდიდი აბრეშუმის გზის" ნაწილი, იმ გზის, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ცივილიზაციებს და ხელს უწყობდა სავაჭრო ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხს შორის. ეს ფუნქცია 21- საუკუნეში კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან საქართველოზე გაიარა უმნიშვნელოვანესმა ენერგეტიკულმა დერეფანმაჩვენ ვფიქრობთ, რომ  ახალი ავტომაგისტრალი დღესაც გახდება  შემაერთებელი რგოლი   ჩინეთიდან ევროპის უკიდურეს წერტილამდე და საქართველო იქნება  ჭიშკარი აღმოსავლეთისთვის ევროპისკენ და ევროპის მხრიდან აზიისკენ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


სამტრედია-გრიგოლეთის გზას უკრაინული კომპანია „ალტკომი" ააშენებს.  კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარია.  აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებზე  დასაქმებულთა 80 % ადგილობრივი მოსახლე იქნება.


როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა აღნიშნა,  პროექტით გათვალისწინებულია ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა,  26 მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. პირველ ეტაპზე,  გზის მშენებლობა დაიწყება 1 ლოტზე, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ტოლებს და  გორმაღალას, ასევე  აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ჳ მაისსა და გაუწყინარს. ამ მონაკვეთზე ასაშენებელი მაგისტრალის  სიგრძე 11.5 კილომეტრია.


პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია.



 

 

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016