საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელშეკრულება გააფორმეს. საქმე ეხება „საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ" გაფორმებულ შეთანხმებას.
ზემოთაღნიშნულ ხელშეკრულებიასთან დაკავშირებით, „რეპორტიორი" ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა:
-„სომხეთი, „დესეთეს" ქვეყნებთან ერთად იმყოფება ე.წ. კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში, რომლის წევრიც გახლავთ რუსეთი. ეს ფაქტი, თავის მხრივ ამყარებს თუ არა საფუძველს, რომ ეჭვის თვალით შევხედო ახალ შეთანხმებას?
-ჩვენც ხომ ვართ სხვა გაერთიანების წევრი? როცა ხარ სუსტი და ვერ ახერხებ პოლიტიკური სახის შენარჩუნებას, მაშინ ყველაფერი სახიფათოა. ეს ხელშეკრულება, შესაძლოა პროდუქციულიც იყოს. ნუ გადვავიწყდება, რომ სომხეთი ჩვენი მეზობელია და რეგიონალურ პოლიტიკაში თავისი ნიშა უჭირავს. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ხელშეკრულება დადება - მნიშვნელოვანია. თვითონ ის პრინციპი, რომ საქართველო და სომხეთი სხვადასხვა ბლოკის წარმომადგენლები არიან, საქართველო-სომხეთსი ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს.
- ბატონო მამუკა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებს, აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, უცნობია ხელშეკრულება შეიცავს თუ არა თავდაცვისა და ეროვნულ უსაფრთოების სფეროებში თანამშრობლობას, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე?
-შეიძლება, ამ ტიპის ხელშეკრულებებში კონფიდენციალური თემებიც იყოს, მაგრამ ზოგადად შინაარსი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს, რომ საზოგადოებას გააგებინოს, რა ტიპის რეგიონალურ პოლიტიკას აწარმოებს. როცა ხალხმა რაღაც არ იცის, ჩნდება ეჭვი. მიმაჩნია, რომ არ არის სწორი ის, რომ ხალხმა არ იცის, რა წერია იმ დოკუმენტში. შეიძლება პუნქტები არ გაასაჯაროონ, მაგრამ თემა უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი. გარკვეული ინფორმაცია მაქვს ამ ხელშეკრულებაზე. რასაკირველია, გარკვეული ასპექტები არის, როგორც ვიცი წინასწარ შეტყობინების საკითხზეცაა საუბარი.
-როგორც ცნობილია, ერაყში არა ერთი, არამედ მეტი ქართველი მებრძოლი იბრძვის...
-სიმართლეს შეესაბამაება ეს ინფორმაცია. გვარები და სახელები უცნობია, თუმცა, როგორც ვიცი, ისინი არიან იმ რაზში, რომელსაც ალ შიშანი ხელმძღვანელობს. 50-დან 80-მდე მებრძოლია სულ.
-როგორ მოხვდნენ იმ რაზმში?
-ძალიან მარტივად, თურქეთიდან. თურქეთი-სირიის საზღვარზე არის სპეციალური ცენტრი, საიდანაც ხდება ამ ადაიანების სირიაში გადასროლა.
-რამ განაპირობა ამდენი ადამიანის ინტერესი, ამ რაზმის მოქმედებაში ჩართულიყვნენ?
-ეს პროცესი 2011 წლის შემდეგ გრძელდება, სულ დაღუპულია 20-მდე ქართველი. საქმე იმაშია, რომ სირიაში არამარტო გასულ წლებში ჩასული მებრძოლები იბრძვიან, არამედ - სულ ახლახან ჩასული მებრძოლებიც. მატი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ პლიტიკური ისლამი არის იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა. ხდება ახალგაზრდების დამუშავებამ, რომლებიც შემდეგ წმინდა „იდეალებისთვის" იბრძვიან. ეს ადამიანები იბრძვიან სირიაში - პანკისელი ქისტები, ქართველები და აზერბაიჯანელები.
-ამ მებრძოლებსაც ალ შიშანის მსგავსი ისტორია აქვთ?
-ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ციხის აღების დროის დაიღუპა, იგივე ისტოროა აქვს, ასევე კიდევ რამდენიმეს. დანარჩენი ან უმუშევრობის გამო მოხვდნენ რელიგიურ ჯგუფებში, ან იმიტომ, რომ სხვაგან ვერ იპოვეს ადგილი.
-შეიძლება თუ არა, ამ რაოდენობით მებრძოლების საქართველოდან გადინება ყოფილი ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამხედრო პოლიტიკას მივაწეროთ?
-არანაირად! სულ ახალახანაც წავიდნენ საქართველოდან მებრძოლები, არაფერ შუაში არ არის ყოფილი ხელსიუფლება. ჩვენ გვჭირს ერთი მოურჩენელი სენი - ეს არის ქვეყანაში ყოველდღიურად პოლიტიკური ისლამის გაძლიერება.
P.S. სამხედრო ექსპერტების განცხადების თანახმად ერთ თვეში, საქართველოში, ადგილობრივი ისლამისტების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
მათ ინფორმაციით, ვაჰაბიტური დაჯგუფება, უკვე აზერბაიჯანშიც გააქტიურდა. იგივე ძალა ქვემო ქართლშიც საკმაოდ მომძლავრდა. შესაბამისად, პანკისშიც იქმნება ახალი საშიშროება ამ მიმართულებით. მათი პროგნოზის თანახმად, ძალიან მალე, საქართველოშია მოსალოდნელი აქაური ისლამისტების გააქტიურება.