reportiori.ge - მამუკა გიორგაძე: ქვეყანაში, გამართული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალის სერიოზული დეფიციტია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:40
ინტერვიუ
მამუკა გიორგაძე: ქვეყანაში, გამართული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალის სერიოზული დეფიციტია!
08 ივლისი, 2014. 19:42


რამდენად ეფექტურად მუშაობს მინისტრთა კაბინეტი,  რა სმენია  „5 მოღალატე მინისტრის" შესახებ,  რას ფიქრობს საპარლამენტო/არასაპარლამენტო ოპოზიციაზე და ელის თუ არა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას?

 

„რეპორტიორი" „სახალხო  პარტიის" ლიდერს, მამუკა გიორგაძეს ესაუბრა:


- ქვეყანაში მოვლენები იქითკენ მიდის, რომ ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ჰქვია - არ აშენდეს.  ბოლო 20 წელია, გეგმაზომიერად მივდივართ ამ შედეგამდე. ბუნებრივია, პოლიტიკურად  ეს მხოლოდ და მხოლოდ აწყობს  რუსეთს და არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს ქართველ ხალხს.


მართალია, დღეს,  ვერ ვხედავთ ძალადობას  ქუჩაში, ციხეებში გაუპატიურების ფატებს, საარჩევნო უბნებზე არავინ არავის ადებს იარაღს, უშიშროება არავის არ აკითხავს სახლში, არ გაჰყავს გარეთ და არ აიძულებს, მაგრამ  ეს უკეთესობა იმითაა მიღებული, რომ  პროცესი მართვადი გახდა და შეუქცევადი ხასიათი მიიღო. 


ადრე, არჩევენები თუ ძალადობის მეთოდით ტარდებოდა, ახლა, ეს მეთოდი შეიცვალა და ტარდება ფულით, სხვადასხვა პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით.


დღეს, გვაქვს შემდეგი რეალობა. სახეზეა კოალიცია „ქართული ოცნება", რომელიც ამბობს, მე თუ არ დამიჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობა" მობრუნდებაო, ასევე - „ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც მეორე ადგილი  უნდოდა დაეკავებინა და თავი წარმოეჩინა ქმედით ოპოზიციად და ნინო ბურჯანაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" მაკონტროლირებელია, თუმცა პოლიტიკური ცხოვრება ჩამკვდარია.

 

- მინისტრა კაბინეტის მუშაობას თუ ადევნებთ თვალს. რამდენად ეფეტურად მუშაობენ ისინი და რა გსმენიათ „5 მოღალატე მინისტრის" შესახებ?


- მინისტრთა კაბინეტი ვერ არის და ვერც იქნება გუნდი. იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ბიძინა ივანიშვილმა, სხვადასხვა მოსაზრებების გამო შეკრიბა.  ერთი კარგი გათვლა ჰქონდა ივანიშვილს. ეს ადამიანები ვერ უნდა შეკრულიყვნენ ერთამენთთან, რაც გაუადვილებდა მათ მართვას. ამიტომაც შეკრიბა მან მინისტრები სხვადასხვა პარტიიდან. თუმცა,  ეს მინისტრები არაქმედუნარიანები არიან. უბრალოდ, ამ ადამაინებს აქვთ ძალაუფლება, რაც მათ აძლევთ უფლებას, რომ მორჩილებაში ჰყავდეთ ხალხი.


მოღალატე მინისტრების თემა, სწორედაც ბიძინა ივანიშვილის გეგმის შემადგენელი ნაწილია, რაც პოლიტიკური ცხოვრების ჩაკვდომას  ემსახურება. მისი სურვილი იყო  პოლიტიკური  პროცესი, გარკვეული კლანების ურთიერთობის კვლევის პროცესში გადასულიყო.  საზოგადოებაშიც დაბნეულობა ჩნდება და ხალხი იწყებს ფიქრს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი, ერთ  კლანს, თუ - მეორეს? შედარებით ეროვნულად მოაზროვნე ღარიბაშვილს, ფსევდო-ლიბერალ უსუფაშვილს,  გაურკვეველ... უკაცრავად, პრეზიდენტის გვარი დამავიწყდა...

 

- მარგველაშვილი...


- ასეც ხდება ქვეყანაში... იმ დონემდე მიგვიყვანეს, რომ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის გვარი  გავიწყდება მოქალაქეს. მოკლედ, ხალხი  გაურკვეველ ვითარებაში ვარდება, არ იცის ვის  დაუჯეროს, ყველა ზემოთჩამოთვლილს, გაურკვეველი წარმომავლობის მარგველაშვილს, თუ რომელიმე  ოპოზიციურ ჯგუფს, რომელიც კლანურ პრინციპებზეა აგებული და პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფისა არანაირი ნიშანწყალი არ აქვს.

 

- რას იტყვით საპარლამენტო/არასაპარლამენტო ოპოზიციაზე...


- აქაც იგივე მდგომარეობაა. ისინიც ხომ დანიშნულები არიან?! შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული,  ხელს  უწყობდნენ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების  ჩამოყალიბებას. კარგად გვახსოვს უახლოეს წლებშიც, როგორ ემსახურობოდნენ ხელისუფელბას ოპოზიციური პარტიისათვის დამახასიათებელ მანტიაში გამოწყობილი პოლიტიკური პარტიები.  დღეს, ერთის მხრივ, ხელისუფლება ქმნის ნოყიერ ნიადაგს ვითომ პრო-დასავლელი „ნაციონალებისთვის" და ამავე დროს პრორუსი ბურჯანაძისთვის.  რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, თუ ისინი ადრე სააკაშვილის ხელის ბიჭები იყვნენ, ახლა მიმდინარეობს დუღილის პროცესი და იპოვის ალბათ მათ მალე ივანიშვილი. 


ქვეყანაში გამართული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალის სერიოზული დეფიციტია! საზოგადოებას  მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური პარტიებითაა გაჯერებული პოლიტიკური სპექტრი, თუმცა,  ყველაფერი სხვანაირადაა.  დღეს, პოლიტიკური პროცესები ტელე-ეთერის საშუალებით მიმდინარეობს. საკმარისია, ტელევიზორი სამი დღით არ ჩართოთ  და  უკვე  ვერც კი შეამჩნევ, ქვეყანაში რამე ხდება თუ არა.

 

- რით ხსნით ამ მიზეზს?


- იმით, რომ ქვეყანაში არც არაფერი არ ხდება! რაც ხდება, მხოლოდ კამერებისთვის. ამის იქით, პოლიტიკური ცხოვრება არ მიდის. გამოდის, რომ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ საქმე გვაქვს სამსახიობო დასებთან.

 

- ახალი პოლიტიკური ძალის  გამოჩენას ხომ არ ელით?


- ეს სახელმწიფოსთვის აუცილებელია, თუმცა, ამის საფუძველს ვერ ვხედავ.   დღეს, პოლიტიკური სივრცე მონოპოლიზებულია, ერთი პოლიტიკური ძალა უკრავს, ცეკვავს და მღერის  - დამღუპველია ეს! 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016