reportiori.ge - ლაშა ტუღუში: ზოგს მიწა კომბოსტო ან კარტოფილი ჰგონია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:40
ინტერვიუ
ლაშა ტუღუში: ზოგს მიწა კომბოსტო ან კარტოფილი ჰგონია!
08 ივლისი, 2014. 20:46


საკონსტიტუციო სასამართლომ, უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა.


სასამართლოს  გადაწყვეტილებას   ექსპერტთა დიდი ნაწილი  ქვეყნისთვის საზიანოდ მიჩნევს.


როგორც ცნობილია,  აღნიშნული ნორმა წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთანაც.


ზემოთაღნიშნულ საკითხზე „რეპორტიორი" ლიბერალური აკადემიის დირექტორს, ლაშა ტუღუშს ესაუბრა:



-ეს გადაწყვეტილება ფართო თვალსაზრისით, არ არის ჩვენთვის სასარგებლო. მეტსაც გეტყვით, ეს საზიანო!

-რატომა არის  საზიანო?

-მიწის საკითხში არსებული უკონტროლობა, არ  არის კარგი. 2007  წელს, ამ საკითხთან დაკავშირებით,  ყოფილმა ხელისუფლებამაც სცადა მიეღო გარკვეული გადაწყვეტილებები, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაშინ ის გადაწყვეტილებებიც  გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლო, ანტიეროვნული პოლიტიკის ფუძემდებლად იქცა!


გადავხედოთ  ევროკავშირის  წევრ ქვეყნებს. რამდენ ქვეყანაში არსებობს გარკვეული შეზღუდვები მიწების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, როცა საკითხი უცხოელებს ეხებათ.  ეს შეზღუდვები არსებობს, როგორც ევროკავშირის ძველ წევრ, ასევე ახალ წევრ ქვეყნებშიც. ბევრ ქვეყანაში,  მიწების ყიდვა-გაყიდვაზე 6-12 წლით  მორატურიუმია დაწესებული და ბევრმა ქვეყანამ კიდევ უფრო გაახანგრძლივა ეს ვადა. ახსნილიცაა, რატომ დააწესეს.   არაფერს ვამბობ თურქეთზე, სადაც საერთოდ აკრძალულია მიწის გაყიდვა.ზოგს, მიწა კომბოსტო ან კარტოფილი ჰგონია.  არა და მათ შორის დიდი განსხვავებაა. დემოგრაფია, ეკონომიკის განვითარება... უამრავი რამ უკავშირდება მიწის საკითხს.  არ შეიძლება საკუთარ მიწას ასე მოექცე! დაფიქრება გვჭირდება.  ჩვენ ვყიდით მიწას, რომლის ფასიც კი არ ვიცით...


-რას გულსხმობთ?

-არ ვიცით მიწის ხარისხი. არ ვიცით მიწის ფასი, არ არის გამოთვლილი რას გვაძლევს ეს მიწა. რეგიონების მიხედით კვლევები უნდა ჩატარდეს, რა ღირს მიწა? ხომ უნდა დადგინდეს?!

არ ვიცით, საით მივდივართ... ამას ჰქვია ბარდაგი! კარგია, რომ მიწებს დავხნავთ და გლეხებს დავეხმარებით, ადრე ესეც არ იყო, მაგრამ  მიწის საკითხში აბსოლიტური ქაოსია.


-ბატონო ლაშა, გამოსავალს რაში ხედავთ?

- გამოსავალი, ნორმალური, ევროპული სტანდარტის კანონმდებლობის მიღებაშია!


-რას გულისხმობს ევროპული სტანდარტი?

-ევროპული სტანდარტი, იმ გზის გავლას გულისხმობს, რაც  ევროპამ გაიარა.  ასევე, არსებობს ვალდებულებები, რომლებსაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გვაკისრებს, რაც გასათვალისწინებელია.

ჩვენ, უკვე  დავასრულეთ კანონპროექტთა პაკეტის შემუშავება  მიწის ყოდვა-გაყიდავსთან დაკავშირებით და უკვე შეგვაქვს განსახილველად. 



P.S.  გასული წლის  სექტემბერში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. უცხოელი მოქალაქე   იმ საკანონმდებლო ნორმის გაუქმებას ითხოვდა, რომელიც  უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე აკრძალვას 2014 წლის ბოლომდე უწესებს.



საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" - მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და მე-14 მუხლთან მიმართებით (თანასწორობის უფლება).


სადავო ნორმის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელ ფიზიკურ პირებს შეჩერებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა.



"საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმას იგივე შინაარსი აქვს, რაც იმ ნორმას, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. შესაბამისად, არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით, არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა სადავო ნორმა",-განმარტავენ საკონსტიტუციო სასამართლოში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016