„ჩემი საყვარელი რაღაც წამართვა ქართველმა ამომრჩეველმა - ქვეყნის აღმშენებლობის ყოველდღიური ბერკეტები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "ნანუკას შოუში" განაცხადა.
"ახლა ბევრად მეტი დრო მაქვს. ახლა ჩემი ფუნქციები ძირითადად საგარეო პოლიტიკაა და მაქსიმალურად ვცდილობ, შიდა დავებში ყოველდღიურად არ ჩავერთო. თუმცა, ეს ჩემი ფუნქცია წინა წლებში არ ყოფილა. სხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული და როცა სხვა რაღაცა, ჩემი საყვარელი რაღაც წამართვეს, მათ შორის ქართველმა ამომრჩეველმა, ეს არის ქვეყნის აღმშენებლობის ყოველდღიური ბერკეტები, თუ გნებავთ დრაივი. დილით გაღვიძება იმით, რომ ეს დაამთავრეთ, ის დაამთავრეთ, მშენებლობებზე მისვლა, საბაჟო ტერმინალებზე მისვლა, ახალი გეგმების აწყობა, უცხოელებთან მუშაობა და ბევრი სხვა საკითხი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.