reportiori.ge - აზრები გატეხილ ვარცლთან (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:21
სპორტი
აზრები გატეხილ ვარცლთან (ფოტოკოლაჟი)
09 ივლისი, 2014. 11:55


ურემი, რომ გადაბრუნდებაო ხომ გაგიგონიათ? ახლა ბევრი იტყვის ზუსტად ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდაო... მეორენი დაიწყებენ თავის მართლებას ნეიმარი და სილვა რომ ყოფილიყვნენ მაშინ გენახათ რაც მოხდებოდაო... მსაჯებმა სპეციალურად გააფრთხილეს სილვა და საერთოდაც მასპინძლებს ჩაგრავდნენო და ა.შ.


ჩემს თავს პირველ კატეგორიაში ჩავაყენებ, რადგან უკვე პირველი თამაშის შემდეგ დავწერე,რომ ეს გუნდი აუცილებლად წაიფორხილებდა, რა თქმა უნდა 1:7-ს მე კი არა, ცხონებული ვანგა ვერ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ეს შემადგენლობა, ამ მწვრთნელით ბევრს რომ ვერ მიაღწევდა, ნამდვილად ვიცოდი. შევეცდები ჩემი ნათქვამი დავასაბუთო.


გავიხსენოთ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. იგივე მწვრთნელმა ბრაზილიას ოქროს მედლები მოაგებინა, მაგრამ ნამდვილად ასე იყო? ეს იყო სამი რ-ს გუნდი - რონალდო, რიველინო, რონალდინიო,ამ სამეულს ყველაფერი შეეძლო, თუნდაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება(აკი დაამარცხეს კიდეც). იმ ჩემპიონატზე ბრაზილიის მეტოქეებიც გავიხსენოთ: ჩინეთი, კუვეიტი, თურქეთი,გუნდი ფინალამდე ისე მივიდა სერიოზულ მეტოქეს არ შეხვედრია, ფინალში კი ოლივერ კანმა ხონჩით მიართვა ჩემპიონობა.

 

 

ამის შემდეგ სკოლარის ბევრი არაფრისთვის მიუღწევია; იმუშავა კუვეიტში, უზბეკეთში, ცოტა ხანი „ჩელსიში"; მერე, იმდენი მოახერხა, რომ პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელს და უდავო ფავორიტ გუნდს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უსახურ, საბერძნეთის ნაკრებთან წააგებინა.


ახლა ვნახოთ რა ხდებოდა ამ ჩემპიონატის წინ. გუნდის შემადგენლობა რომ წავიკითხე, პირველად მაშინ მიყო გულმა რეჩხი. თავდასხმაში ბებერი ფრედი, მოუქნელი ჟო და... მორჩა. არ წაიყვანა სტაბილური და საიმედო ლუკას ლეივა, ძალზე ტექნიკური და აგრესიული ლუკას მოურა, აღარაფერს ვამბობ კაკაზე, რობინიოზე, პატოზე, რომლებიც თვალებახვეულებიც კი უფრო გამოადგებოდნენ ნაკრებს ვიდრე ზემოთჩამოთვლილები და მხოლოდ განაცხადში რომ ყოფილიყვნენ, უფრო სასარგებლოები იქნებოდნენ ვიდრე ვინმე ბერნარდი, რომელიც ბელუ ორიზონტეს სტადიონის ბალახზე ოდნავ მაღალი იყო და თავი იმით დამამახსოვრა, რომ ერთხელ ბურთი 30 მეტრით ააცილა კარს. წეღან თვალებახვეული ფეხბურთელები ვახსენე, ახლა კიდევ ერთს გავიხსენებ. მოგეხსენებათ, რონალდინიო ჯერაც თამაშობს ბრაზილიის ჩემპიონატში, გოლებიც გააქვს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყავარჯნებითაც ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე გუშინ მოედანზე მობოდიალე ნებისმიერი ბრაზილიელი. ესეც თქვენი დიდი ფილი და მისი შერჩევა, ტაქტიკა (სამწუხაროდ, ვერსად ვნახე), დაპირებები და მისი დამსხვრეული ვარცლი.


მსოფლიოს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე 23 კაცი რატომაც მიჰყავთ ეკითხათ ბრაზილიელებს ლუის ვან გაალისთვის და არ მგონია პასუხი დაემადლებინა.


იოახიმ ლიოვი წესიერი კაცია და ისიც ეტყოდა სკოლარის, რომ ასეთი მასშტაბის შეჯიბრზე ტრავმები ხშირია და ძირითად თერთმეტეულს სათანადო შემცვლელები სჭირდება, ისეთი, რომ გუნდს რომელიმე, თუნდაც დიდი ვარსკვლავის არყოფნა არ შეეტყოს. გამოაკელით გერმანიის გუშინდელ ნაკრებს ორი, გნებავთ სამი ნებისმიერი ფეხბურთელი და დამერწმუნეთ, ანგარიში იგივე იქნებოდა.


და ბოლოს, ლუის ფელიპე სკოლარი უდავოდ ისტორიაში შევიდა. ბრაზილიის ნაკრებს, შინ 1:7 წააგებინო, ამას ხომ უნდა მოხერხება?


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016