"ოქრუაშვილი მალე დაინიშნა დიდ თანამდებობაზე და ამ დროს ადამიანებს თავში უვარდებათ. ყველა ქვეყანაში ასეა. არა მგონია ეს მარტო ქართული ან ქართლური თვისება იყოს", -ეს განცხადება მიხელ სააკაშვილმა „ნანუკას შოუში" გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტისთვის უცნობია მარიკა ვერულაშვილის გუნდიდან წასვლის მოტივაციაც.
"ბოლო სამი წელი ნანახიც არ მყავდა, საახალწლოდ მილოცვებს კი ვცვლიდით ხოლმე, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბავშვი გაუჩნდა, ოჯახს მიხედა..... გამიკვირდა, რომ ის კანდიდატი იყო. პარტიას ამ საკითხზე ჩემთვის აზრი არ უკითხავს. სინამდვილეში კი უნდა ეკითხათ, რადგან მე სოფელ ქინძმარაულის ერთადერთი მცხოვრები ვარ. ვერ გავიგე მისი მოტივაცია, ვიცი რომ მის ქმარზე ზეწოლა იყო, მაგრამ გაურკვეველია მისი პოზიცია და საუბარი არ მქონია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი გუნდიდან არავინ წასულა და სიძნელეების გამოჩენისთანავე მხოლოდ "მოგვიანებით მიტმასნილები გაიქცნენ"