ქუჩებში პოლიციის რეიდები დაიწყო და ატყდა წიოკი და დავიდარაბა - გვითხრან მაინც, რა ხდებაო.
თქვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში, რომ რეიდები პროფილაქტიკის მიზნით ტარდება, რომ ამოღებულია ასობით ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი.
პრევენციისთვისაა საჭირო ასეთი ღონისძიებების ჩატარებაო დრო და დრო და სხვა.
ობივატელი უკმაყოფილოა, იბივატელს მაინც და მაინც ნაცდეპუტატ აკო მინაშვილისგან სურს შეიტყოს, რომ ეს რეიდები პატიმარმა და კანონიერმა ქურდმა ტარასამ დაგეგმა და ახლაც ციხიდან უყურებს, როგორ მიმდინარეობს.
მაყურებელია.
ერთი ტარასი ვიცოდი აქამდე, სასტუმრო „თბილისში" მომუშავე პარიკმახერი ტარასი (გვარი დამავიწყდა), რომლეიც მთელ თბილისში იყო პოპულარული. ნუგზარ ქავთარაძემ გამაცნო, როგორც მამამისის ბატონ კონსტანტინე ქავთარაძის, ცნობილი პროკურორის, პარიკმახერი.
ჩვენთვის, ბიჭებისთვის ტარასისთან მოხვედრა დიდი პატივი იყო.
დღეს აკო მინაშვილს აქვს პატივი კანონიერ ქურდს ტარასას არა მარტო იცნობდეს, არამედ იმდენად ახლოს იცნობდეს, რომ მისი, როგორც „მეთვალყურის" საქმიანობას სხვებს გვაცნობდეს.
ქურდების უსტაბაში!
P. S. როცა ამ სახელსა და გვარს - „აკო მინაშვილი" ვწერ, სულ ისე მგონია, რომ რაღაც კორექტურულ შეცდომას ვუშვებ...