reportiori.ge - გრიგორი კარასინი: თუ აღმოჩნდება ასოცირების შეთანხმების გავლენა სერიოზულია, ამას ცუდად აღიქვამენ რუსი ბიზნესმენები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:53
ეკონომიკა
გრიგორი კარასინი: თუ აღმოჩნდება ასოცირების შეთანხმების გავლენა სერიოზულია, ამას ცუდად აღიქვამენ რუსი ბიზნესმენები
ავტორი:
09 ივლისი, 2014. 18:30


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, თუ კი აღმოჩნდება, რომ ასოცირების შეთანხმების გავლენა ძალიან სერიოზული იქნება, აღნიშნული ფაქტი რუსი ბიზნესმენების მხრიდან ცუდად აღიქმება. ეს განცხადება კარასინმა საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 



პრაღაში, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ძირითადი ნაწილი სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. კარასანის განმარტებით, მოსკოვში ჯერ კიდევ უნდა გაანალიზდეს, თუ რა რეალობა შეიძლება შეიქმნას ასოცირების შეთანხმების საფუძველზე. რუსული მხარე გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს. 



"
გვჭირდება ღია და კონკრეტული საუბარი, თუ როგორ გავლენას მოახდენს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე. ბოლო პერიოდში, ორივე მხარის ძალისხმევის შედეგად, ქართული პროდუქციის ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა. ტვირთბრუნვა, საერთო ჯამში, გაიზარდა 50%-ით. რაზე უნდა ვიყოთ მომავალში ორიენტრიებული, რა ტარიფები იქნება... გავლენა რომ ექნება, ეს ცხადია და უნდა ავწონოთ და შევაფასოთ, რათა არ იყოს ნეგატიური სიურპრიზები. თუ კი უეცრად აღმოჩნდება, რომ გავლენა სერიოზულია, მაშინ ეს ძალიან ცუდად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების და ბიზნესმენების მხრიდან. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაფერი იყოს სამართლიანად", - აღნიშნა კარასინმა. 



გრიგორი კარასინის  განცხადება "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა. 


 

 

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016