reportiori.ge - „ტარასას“ სიყვარულის ისტორია – როგორ დასაჯა მან შეყვარებულის გაუპატიურებისთვის მოძალადე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:35
პრეს-დაიჯესტი
„ტარასას“ სიყვარულის ისტორია – როგორ დასაჯა მან შეყვარებულის გაუპატიურებისთვის მოძალადე
ავტორი:
09 ივლისი, 2014. 20:54


ტატოს და მარის ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ. ტატო "იმუქრებოდა", სკოლას რომ დავამთავრებ, მაშინვე ცოლად მოგიყვანო და მისი თანაკლასელი მარიც ამას სიცილით ხვდებოდა. ერთ დღეს მარიმ შეყვარებულს უთხრა, მეგობრის დაბადების დღეზე ვიქნები საღამოს, მერე გამომიარე და შინ გამაცილეო. იმ საღამოს ტატოს დისშვილმა ხელი მოიტეხა და შეყვარებულთან წასვლის ნაცვლად, ბიჭი დას საავადმყოფოში გაჰყვა. ღამე მარის დაურეკა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მეორე დღეს გოგონა სკოლაში არ მოვიდა და ტატომაც გაკვეთილების შემდეგ შინ მიაკითხა. კარი ქალბატონმა ნანამ გაუღო და ტატოს უთხრა, რაც გუშინ დაბადების დღიდან მოვიდა, ოთახიდან არ გამოსულა, ტირისო.



ბიჭმა ოთახის კარი შეაღო და ლოგინზე დამხობილი და მტირალი მარი დაინახა. მივიდა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, აღარასოდეს დაგტოვებ მარტო, უბრალოდ ასე მოხდაო, თუმცა გოგონამ ტირილს უმატა.



"შენ რომ არ მოხვედი, ვიღაც კაცმა მითხრა, სახლამდე მე წაგიყვანო. დიდი კაცი იყო, 30 წელზე მეტის. იმ ოჯახის ნათესავი. ჩამისვა მანქანაში და გზაზე გამაუპატიურა. გესმის ტატო, გამაუპატიურა, მერე სახლთან ჩამომსვა და ასე მითხრა, თუ სადმე იტყვი, მოგკლავ, პოლიციელი ვარო", - ამბობდა მარი.



ტატოს აღარაფერი ესმოდა, შეყვარებულის სახლიდან გიჟივით გავარდა, დაახლოებით ნახევარ საათში იცოდა, ვინც იყო ის პოლიციელი, კიდევ ნახევარ საათში გარდაცვლილი მამის კუთვნილი სანადირო თოფი გადაჭრა, "აბრეზი" ქამარში ჩაიდო და მოძალადის სახლთან გაჩერდა. პოლიციელი შინიდან გამოვიდა, მანქანა დაქოქა და ტატო უკან სავარძელში ჩაუჯდა. გაკვირვებულმა კაცმა მოხედა, მაგრამ პატარა ბიჭი რომ დაინახა, დამშვიდდა.



- მარი შენ გააუპატიურე? - რაც შეიძლება მშვიდი ხმით ჰკითხა.


- კი არ გავაუპატიურე, ძლივს მოვიცილე, მთელი გზა მკოცნიდა და აბა, რა უნდა მექნა?! - ღიმილით დაუდასტურა კაცმა. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო - ტატომ "აბრეზი" ამოიღო, კეფაზე მიადო და სასხლეტს გამოჰკრა... შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, არეული ნაბიჯით გაეცალა იქაურობას, თუმცა ზუსტად ორ წუთში თავში გაუელვა - ეგებ არ მოკვდა?... და უკან დაბრუნდა, ავტომობილთან შეკრებილი ხალხის ნაკადი მისწი-მოსწია, უკვე მიცვალებულს "აბრეზი" მეორედ დაადო თავზე და ისევ გაისროლა. სანამ ხალხი გონს მოეგო, ტატო იქაურობას სირბილით გაეცალა...


საღამოს სამართალდამცავებმა ტატო მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ყველა შოკში იყო, თავად ეჭვმიტანილი კი ამბობდა, სასამართლო სიმართლეს რომ გაიგებს, არ დამიჭერს და გამიშვებენო. სასამართლოზე მთავარი მოწმე მარი იყო. გოგონა თავდახრილი მივიდა, სხდომა დახურეს და...


"მე ტატოს ვუთხარი, რომ იმ ბიჭს ძალა არ უხმარია. მე ტატო აღარ მიყვარდა. იმის გვერდში ყოფნა მერჩივნა და ამიტომ დავნებდი. მე არავის გაუუპატიურებივარ და უბრალოდ ტატომ ის ვერ აიტანა, რომ სხვისი გულისთვის ხელი ვკარი", - განაცხადა მარიმ.


ეს ჩვენება ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. გოგონამ ჩვენება აღარ შეცვალა, ტატოს მეგობრებმა კი შეატყობინეს, რომ გარდაცვლილის მამამ მარის ოჯახს უზარმაზარი ფული გადაუხადა და ოჯახი უბნიდან უკვე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. სასამართლომ ტატოს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი მაქსიმუმი - 9 წელი მიუსაჯა და "მატროსოვზე" გაისტუმრა.


იქ მისულს ახალი გამოცდა ელოდა. გარდაცვლილის მამამ ოფიცრებს უთხრა, "სროკი" ჯოჯოხეთად უქციეთ და რაც გინდათ, მთხოვეთო. მეორე დღესვე ტატოს საკნის კარი გაიღო და ერთ-ერთი ოფიცერი შევიდა. მან ტატოს შეხედა, რომელიც ყავისთვის მადუღარაში წყალს ათუხთუხებდა. ოფიცერმა ბიჭს დედა შეაგინა, რა კაცი ჩადე მიწაშიო. პატიმარმა ჯერ ოფიცერს შეხედა, მერე მადუღარას და მდუღარე წყალი სახეში შეასხა. მეორე დღეს ტატოს ახალი ბრალი წარუდგინეს და ოფიცერზე თავდასხმის გამო წელიწადი დაუმატეს. ერთ თვეში სამართალდამცავებმა ვიღაც ქალი მიიყვანეს სასამართლოზე, რომელმაც ტატოს ყაჩაღობაში დასდო ბრალი, ამოიცნო კიდეც ამ დანაშაულისთვის და შეკრებითობის პრინციპის გამოყენებით, ტატოს კიდევ 5 წელი დაუმატეს. ჯამში მას 15-წლიანი სასჯელი გამოუვიდა, რაც არასრულწლოვანთათვის უპრეცედენტო იყო.


ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, რუსთავის #17 დაწესებულებაში ახალი ეტაპი მოიყვანეს. მაყურებლებმა უკვე იცოდნენ, რომ "მატროსოვიდან" ის "მალალეტკები" მოჰყავდათ, რომლებიც სრულწლოვანები გახდნენ. მართლაც, "ვარონკიდან" ოთხი ბიჭი ჩამოხტა. სრულწლოვნობის მიუხედავად, ბავშვური სახეები ჰქონდათ. მაყურებლებმა ღიმილით შეხედეს ერთმანეთს, შემდეგ ახალმოსულებთან მივიდნენ, ხელი მეგობრულად ჩამოართვეს და თავის საკანში დაჰპატიჟეს.


მე ტარასა ვარ, "მალალეტკების" ზონას ვუყურებდი. კარგი "პალაჟენია" დავტოვე და ახლა აქ, "ვზროსლებში" უქმად ყოფნას არ ვაპირებ. ჩამახედეთ საერთოებში, საქმე მომეცით და მივხედავ, - ერთ-ერთი ახლად მოყვანილი ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ საუბრობდა.

 

- რაზე ზიხარ? - ჰკითხა ზონის მაყურებელმა.


- მკვლელობაზე. სამი წლის წინ, ჯიპში ტიპს ორი გასროლით რომ...


- გამახსენდა. ჩემს უბანში მოხდა ეგ ამბავი. შენ ტატო ხარ, ხო? - გაეღიმა მაყურებელს.


- ტატო არა, ტარასა, - უპასუხა ახლად მოსულმა და მიწოდებული "ჩეფირი" ხარბად მოსვა.


ექვსი თვის შემდეგ რუსთავის #17 ზონის მაყურებელი ე.წ. კრიტში წაიყვანეს. ზონის მაყურებელი მეორე დღიდან უკვე ტარასა იყო...





(გაზეთი „ვერსია")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016