reportiori.ge - „ჟილკა“ ბავშვები...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:42
პრეს-დაიჯესტი
„ჟილკა“ ბავშვები...
ავტორი:
10 ივლისი, 2014. 17:13


აფსუს, რა დრო იყო: ციხის სკანდალური კადრების გასაჯაროვების შემდეგ მეცოცხეებად მონათლული ნაცების ოფისები დაიკეტა, პარტიის ლიდერები გასაქცევად ემზადებოდნენ, ხოლო დამნაშავეთა პარტიის იდეური თუ მერკანტილური რიგითი მხარდამჭერები ხმის ამოღებას კი არა, ქუჩაში ცხვირის გამოყოფას ვერ ბედავდნენ!


მაგრამ ეს ყველფერი მაშინ დამთავრდა, როდესაც 1 ოქტომბრის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას მათმა დასავლეთელმა პატრონებმა მაინც 40 დაუწერეს, ანუ, უფრო სწორედ, კი არ დამთავრდა, მაშინ დაიწყო ნაცების გადასარჩენად აშშ-ის სპეცოპერაცია კოდური სახელით „კოჰაბიტაცია"...


ჰოდა, ნელ-ნელა დაბრუნდნენ საქართველოში არჩევნების შემდეგ გაქცეულები. მაგალითად დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჯერ ნიუ-იორკის ფეშენებელურ აპარტამენტებში რამდენიმე თვე განცხრომით ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებულ, სასჯელაღსრულების, განათლების და ბოლოს თავდაცვის (რიგითობა დაცულია - დ.მ.) ნამინისტრალს ჯერჯერობით, როგორც იტყვიან, „ცხვირთან ბუზიც ვერავინ აუფრინა" და „ყურებზე ხახვიც ვერავინ დააჭრა", როგორც მინიმუმ პირველი მინისტრობის დროს ციხეებში პატიმართა წამების გამო, რადგანაც, როგორც ამბობენ, დიმა შაშკინი აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ დიდი ხნის წინათ „დავერბოვკებული" ნომრიანი აგენტიაო?!


მაშ, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილიო, თითქოს ნიშნს მომიგებს მავანი?! არა, ბატონებო, მიუხედავად ყვალფრისა, ორივე „შიდამოხმარების" ფიგურები არიან, თუმცა, ამერიკელ პატრონთა კოჰაბიტაციური ხელი მათ მიმართაც იგძნობა - იმის მაგივრად, რომ ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის, 7 ნოემბრის, 26 მაისის მთავარი შემოქმედებისთვის, თუნდაც მხოლოდ „ორი ტრუპი მინდას" გამო სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, თუ ასე გაგრძელდა, სულ მალე ვიხილავთ „სვაბოდაზე" მერაბიშვილს ამერიკელთა საყვარელი „ციხეში სანიმუშო ყოფაქცევის" ფორმულირებით, ხოლო, რაც შეეხება ბაჩანას, რომელიც „უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით" ქართველ საზოგადოებას სადისტ მკვლელად რომ მიაჩნია, მხოლოდ ვაშლის გათლაზე და სხვა არაადეკვატური ბრალდებებით რომ დაიჭერ და ამასაც ვერ დაუმტკიცებ, ეს უკვე არა იმდენად ამერიკის, არამედ კოტე კუბლაშვილის უსამართლო სასამართლოს ბრალია, რომლის მოსამართლეების 99 % ისეთივე და იქნებ უფრო მეტად დამნაშავენიც არიან, ვიდრე მერაბიშვილ-ახალაიები ერთად აღებულნი, რადგან სწორედ მათ გაასამართლეს მერაბიშვილის მიერ დაჭერილი 350 ათასი კაცი და თითქმის ამდენივე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის ¼-ს...


აი, ამისთანების გამოა, რომ ქართველი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (ხელისუფლების უმრავლესობისგან განსხვავებით) ვერაფრით მიიღო მეცოცხეების მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარების კოჰაბიტაციური იდეა და ფიგურალურად თუ ვიტყვით, დღემდე მათ სისხლს მოითხოვს...


ამიტომ ხვდება საზოგადოება ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების თუ დაუსწრებლად ბრალის წაყენების ჯერჯერობით იშვიათ ფაქტებს აშკარა კმაყოფილებით და პირიქით, მათ ამა თუ იმ ფორმით გამართლებას მდუმარე მრისხანებით, მაგრამ...


ვისაც სრულფასოვანი ბავშვობა გაუვლია, ანუ მათ, ვისაც „ეზოში გაშვებაზე" მშობლების დათანხმება არ უჭირდა, დამეთანხმებით, რომ ეზოს თავისი კონსტიტუცია, ანუ ქცევის, თამაშის წესები ჰქონდა, რომლის დამრღვევი ე.წ. „ჟილკა ბავშვები" მკაცრად, ცემითაც კი ისჯებოდნენ. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ასეთი „დამნაშავე" სახლში შეგასწრებდა და მოკლე ხანში უკვე რომელიმე მშობელთან ხელჩაკიდებული გამოვიდოდა, რაც „აბა ახლა ხელი მახლე თუ ბიჭი ხარო", ამას ნიშნავდა და იქვე, იმ წუთში დაუსჯელობაში დარწმუნებული დაგეჯღანებოდა, ან ენას გამოგიყოფდა.


დღევანდელი ნაცბანდის ელიტაც იმ „ჟილკა" ბავშვებს მაგონებს - ესენი, აშშ-ის მაღალჩინოსნებთან ხელჩაკიდებულნი და აქედან დაუსჯელობაში დარწმუნებულნი, ლამის 2 წელიწადია ტელეეთერებიდან გვეჯღანებიან და ენას გვიყოფენ!


„ამავე ოპერიდან" არის სპეციალურად ნაცბანდის დასაცავად, მათი პოლიტიკური პარტიის რეაბილიტაციისთვის შექმნილი „ასო", ე.წ. თავისუფალი ზონა, რომელიც ნაცებისგან უხვად დაფინანსების სანაცვლოდ მერაბიშვილ-ახალაიების მსგავსი სადისტების, სისხლის სამართლის დამნაშავეების მხარდამჭერი აქციების მოწყობასაც ბედავენ, ანუ ესენი გვეჯღანებიან და ენას გვიყოფენ ქართველ საზოგადოებას, რისი ბოლო დასტურიც გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, სასამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტია.


უგულავას დაპატიმრება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდის პირველი ხმაურიანი საქმეა დ ახლო მომავალი გვიჩვენებს, თუ რა არის ეს, „უგულავების გულაობის" დასასრულის, ანუ ზოგადად სამართლიანობის აღდგენის რეალური დასაწყისი თუ ყოფილი მერის მიმართ დაწყებული მორიგი ფარსი, რომელიც დროსა და სივრცეში უსასრულოდ გაიწელება და ვანო მერაბიშვილის მსგავსად გიგიც არაადეკვატურად დაისჯება...


წინამდებარე წერილის დაწერა იმან განაპირობა, რომ სასამართლოს ეზოში მომხდარი გაწევ-გამოწევის დროს, ქალბატონი სერგო (მაია) ორჯონიკიძის თუ ხათუნა გოგორიშვილის გვერდით პირველად ვიხილეთ კოტე გაბაშვილიც.


მაშინვე ტელეფონს ვეცი და იტალიაში საქართველოს ყოფილი დესპანის „დაუძინებელ მეგობარს", ბატონ რეზო ამაშუკელს დავურეკე, ნახეთ, „დეზერტირების ბაზრის კანტრალიორი" რა დღეშია-მეთქი...


ბატონი რეზო ხომ არამხოლოდ ბრწყინვალე პოეზიითაა ცნობილი, არამედ ოდიოზური პიროვნებებისთის ზუსტი „თიკუნების" მიწებებითაც - მარტო „გალსტუკიანი ხვლიკი", რად ღირს, რომელიც ისე მიეწება ქდმ-ს ლიდერ გიორგი თარგამაძეს და მის პარტიასაც, რომ... - ასეთივე შედევრი მგონია დეზერტირების ბაზარიც...


ჰოდა, ეს ის „კანტრალიორია", რომელიც, კომუნისტებიდან მოყოლებული მუდამ ორ სკამზე იჯდა. ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობის ჩამოგდებაშიც მამა-შვილმა გაბაშვილებმა ავტომატით ხელში საკუთარი წილი, ლომის ვერა, მაგრამ „ვიგოდნიკი კურდღლის" წილი დაიდეს.


უკვე შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ, თუ არ ვცდები, თამაზ კვაჭანტირაძის მინისტრობისას განათლების სამინისტროში მაღალი პოსტი ეკავა, შემდეგ კი აწ ცხონებულმა შევარდნაძემ გერმანიაში ელჩად გაამწესა. პარალელურად მისი ვაჟი, იმავე რეზო ამაშუკელის მიერ „ზოოპარკის გველიჭამია ბუდ" მონათლული გოკა გაბაშვილი იმავე შევარდნაძეს სააკაშვილთან ერთად ძირს უთხრიდა, ანუ დეზერტირების ბაზრის, „კანტრალიორს", როგორც ყოველთვის თავი ქუდში ჰქონდა - თუ შევარდნაძე გაიმარჯვებდა, ის ხომ ედიკას დანიშნული ელჩი იყო და თუ სააკაშვილი იმარჯვებდა, ის ხომ გოკა გაბაშვილის მამაა და ასეც მოხდა - პირველი, საქართველოს დიპმისიიდან ვინც ედუარდ შევარდნაძეს „დროულად" უგანა, ანუ იდეზერტირა, ეს დეზერტირების ბაზრის „კანტრალიორი", კოტე გაბაშვილი გახლდათ.


არ ვიცი, როდის ჩამოვიდა იტალიიდან ეს, ჩვენებურად, ქალაქურად თუ ვიტყვით, ათას „ყორეზე" გადამხტარი კაცი, მაგრამ კუს ტბაზე მოვარჯიშეთა საზოგადოების ელიტაში, ძველი ადგილის დაკავება რომ უცდია, გამიგონია და იმასაც ამბობენ, რომ ნაცპროპაგანდის ეშხში შესული ბატონი კოტე ძლივს გადაურჩენიათ ცნობილი მხატვრის და ნაღდი ქართველის თემო გოცაძის „ქოთებისგან"...


დედა ნახე, მამა ნახეო და, როგორც ამბობენ დეზერტირების ბაზრის „კანტრალიორის" მამა, ბატონი ვოვა, თავის დროზე საბჭოთა „სუკის" ფსიქიატრი ყოფილა, რომელსაც არაერთი ნორმალური უცვნიაო შლეგად. თანაც კოტეს მამას ერთი ღერი ქართული არ სცოდნია, სულ რუსულად ლაპარაკობდაო, თუმცა, მისი მშობლიური ენა არც რუსული იყოო, ანუ ის „ჭორი", რომ დეზერტირების ბაზრის „კანტრალიორიც" ერთ-ერთი იმ გვარგადაკეთებულ სომეხთაგანიაო, რომელთა ნაკლებობასაც არ უჩივის ახლანდელი და არც წინა ხელისუფლებები, მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს...


აქედან გამომდინარე, სათავეშივე არ ვღებულობ ჩემს მიმართ შესაძლო ქსენოფობიურ ბრალდებებს. მე ვენაცვალე საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ეროვნებას, მაგრამ გვარგადაკეთებულ ღამურებს? ეგეთი არც ქართველი მინდა...


და ბოლოს:


საქართველოს პოლიტიკამ ბევრი ნათესაური ტანდემი იცის. მაგალითად, ძმები კუბლაშვილები, ან ბეჟუაშვილები, სიძე-სიმამრები, ცოლ-ქმარი უსუფაშვილ-ხიდაშელები, მაგრამ მამა-შვილი გაბაშვილები ნეპოტიზმის ამ ელიტაშიც არ იკარგებიან...


დავით მხეიძე

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016