reportiori.ge - ეს წერილი ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ეს წერილი ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს!
ავტორი:
10 ივლისი, 2014. 17:03


ძვირფასო მკითხველო, ამ რამდენიმე კვირის წინათ, როცა თქვენთვის „ასავალ-დასავალის" მეშვეობით კარგად გაცნობილი და შეცნობილი ლიტერატურული პრემიის „საბას" დამფუძნებელი და დამფინანსებელი მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ვიწინასწარმეტყველე - საკუთარი დედების და, ზოგადად, ქართველი დედის მაგინებელი „საბარასტები", ხაზარაძისაგან პრემიის გაზრდის იმედით, აწი მამების გინებაზეც გადავლენ-მეთქი!


ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, პატივცემულო მკითხველო, როგორც ეს ჩემი ავბედითი პროგნოზი ახდა!


დიახ, აგერ სულ ახლახან, ე.წ. მწერალმა ერეკლე დეისაძემ, რომელმაც საზოგადოებას თავი „საიდუმლო სირობით" გააცნო, რომელიც „საბას" ნომინანტია და, რომლის წიგნიც იმავე „საბას" ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დიდის ამბით არის გამოფენილი, მუსიკალური კლიპი გადაიღო, სახელწოდებით - „რაც მამას უნდა!"


ამ ფორმითაც და შინაარსითაც სატანისტური ხასიათის კლიპით დეისაძემ ამჯერად ქართული მამა-შვილობის ინსტიტუტი გაათახსირა, მამისა და შვილის ურთიერთობას, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ წმიდათაწმიდა ზნეობრივი სიმაღლეა, დასცინა, ქართველი მამები მონსტრებად და დესპოტებად, ხოლო შვილები მათ „შნირებად" და „ჩმორებად" გამოიყვანა. უფრო მეტიც, დეისაძემ უზენაესი მამა, ყოვლის შემოქმედი და არსთა გამრიგე გაკილა!


მეტი თვალსაჩინოებისათვის, სამწუხაროდ, მომიწევს წინამდებარე წერილში იმ ავადმყოფური ტექსტის ციტირება, რომელიც დეისაძემ ჯერ დაწერა და მერე იმღერა, მაგრამ მანამდე ერთი რამე უნდა ვთქვა:


სანამ დეისაძე მამაზე იმღერებდა, მანამდე დედაზე იმღერა, კონკრეტულად, ქართვლის დედაზე, ანუ ქართველი დედის ზოგად სახე-სიმბოლოზე:


„ქართლის დედას

ცინკის ძუძუები აქვს,

ქართლის დედას

აღარცერთი ნაკლი აქვს,

ქართლის დედას

გრძელი კაბა უხდება,

ქართლის დედას

ძაან მაგარი ტრ...კი აქვს".


იმავე სიმღერაში დეისაძემ 9 ძმა ხერხეულიძის დედასაც „მიაგო პატივი":


„იყო ცხრა ძმა,

გმირი ხერხეულიძე,

ხმლებით დახვდნენ,

მტრებს მიწაზე მოსულებს,

მათი დედა

მე მგონია პუტანკა,

რადგან იგი

ცხრაჯერ დააორსულეს".


ხოლო მანამდე, სანამ დეისაძე ამ ყველაფერს იმღერებდა, თავის „საიდუმლო სირობაში" დაწერა:


„ააზანაში ბანაობისას მე ვხმარობდი საპონს, რომლითაც, შესაძლოა, დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩ...რი გაიქაფა. იგივე საპნით კი მე საკუთარ პენისს ვეალერსები".


მოკლედ, მას შემდეგ, რაც დეისაძემ ხელი მოუთავა ქართვლის დედასაც, 9 ძმა ხერხეულიძის დედასაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარ დედასაც, მას ისღა დარჩენოდა, მამებზე გადასულიყო და აჰა, გადავიდა კიდეც.


აი, ტექსტიც, რომელსაც „საბარასტი" დეისაძე თავის ზემოხსენებულ კლიპში მღერის:


„შენ დგახარ იქ,

სადაც მამას უნდა;

თანდათან ხვდები,

რაც მამას უნდა;

შენ აღებ პირს,

როცა მამას უნდა;

უსიტყვოდ ხვდები,

რაც მამას უნდა;

გაცვია ის,

რაც მამას უნდა;

ფულს ხარჯავ ისე,

როგორც მამას უნდა;

შენ სწავლობ იმას,

რაც მამას უნდა;

ლოცულობ იქ,

სადაც მამას უნდა;

მამაო ის გყავს,

ვინც მამას უნდა;

მუშაობ იქ,

სადაც მამას უნდა;

მეგობრობ მათთან,

ვინც მამას უნდა;

სუფრაზეც ის ხარ,

რაც მამას უნდა;

დედაც ისე გიყვარს,

როგორც მამას უნდა;

ცოლად გყავს ის,

ვინც მამას უნდა;

შვილს გაზრდი ისე,

როგორც მამას უნდა;

დედის ხარჯზე ცხოვრობ,

როგორც მამას უნდა;

აგინებ იმას,

ვინც მამას უნდა;

შენ გჯერა იმის,

რაც მამას უნდა;

და ფიქრობ იმას,

რაც მამას უნდა;

შენც ბევრი გინდა

და მამასაც უნდა;

სასწაულს ელი,

როგორც მამას უნდა;

სამშობლო გესმის,

როგორც მამას უნდა;

დახოცავ ყველას,

ვინც მამას უნდა;

არ მისმენ მე,

რადგან მამას არ უნდა;

შენ გავხარ მამას,

შენს ახვარ მამას!

შენ გავხარ მამას!

შენს ახვარ მამას!

შენს ნახმარ მამას!

შენს დამფრთხალ მამას!"


ძვირფასო მკითხველო, ამ აშკარად ავადმყოფური ტვინის ნაჟურზე, ამ აშკარად კომპლექსებით დატანჯული არსების ნაწვალებზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი:


აი, ამ ტექსტის ავტორსა და მისთანებს დღევანდელ საქართველოში მწერლები და პოეტები ჰქვიათ, ისინი ნომინირდებიან ლიტერატურულ პრემიებზე (ძირითადად, ხაზარაძის „საბაზე") და ხდებიან კიდეც ამ პრემიების (ძირითადად, ხაზარაძის „საბას") ლაურეატები, მათ იწვევენს სხვადასხვა ტელესტუდიაში და აზრს ეკითხებიან ლიტერატურაზე, მუსიკაზე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე;


ისინი ითვლებიან პროგრესულებად, პროევროპელებად და კიდევ, რა ვიცი, რანაირ პროებად!


სინამდვილეში კი, ჩვენ საქმე გვაქვს ცხოვრებისაგან დაკომპლექსებული ქაჯების ერთ პატარა ჯგუფთან, შეუმდგარი ადამიანების კასტასთან, რომელიც განგებამ იმისათვის გაწირა, რომ საზოგადოების ყურადღების მისაქცევად საკუთარი დედებისა და მამების გათახსირება დასჭირვებოდათ!


დიახ, დეისაძის და მისთანების სახით ჩვენ საქმე გვაქვს თანამედროვე „პავლე მოროზოვებთან", რომლებიც მოქმედებენ პრინციპით - „მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას".


თუმცა, რასაც ესენი საკუთარ დედებსა და მამებზე წერენ, იმას ისევ დედისა და მამის მოკვლა ჯობს!


დიახ, ამათმა დედისა და მამის მოკვლა, დედისა და მამის „მოკვლით" ჩაანაცვლეს!


ხოლო თუ ის პავლიკ მოროზოვი საკუთარი დედისა და მამის მოკვლას პარტიული ენთუზიაზმის გამო აპირებდა, ეს „პავლიკ მოროზოვები" საკუთარი „დედისმკვლელებად" და „მამისმკვლელებად" იაფფასიანი პოპულარობისა და ხშირ შემთხვევაში, ხაზარაძის პრემიის გამო იქცნენ!


***

ძვირფასო მკთიხველო, ამ წერილის დასაწერად არც მე გავცდებოდი და დეისაძის მორიგი მონაჩმახის გასაცნობად არც თქვენ წაგართმევდით ოქროს წუთებს, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი და სავალალო ფაქტი...


დეისაძის იმ კლიპის პრეზენტაცია, რომლითაც იგი მამაშვილობას დასცინის და ბილწავს, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - ბერა ივანიშვილის ტელევიზია „GDS"-ის ეთერში მოხდა.


ბერა ივანიშვილილის ტელევიზიაში დეისაძესა და მის კლიპს მასპინძლობასა და მეგზურობას უწევდა „საბას" პრემიის ლაურეატი პაატა შამუგია, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი კოლეგის ნამუშევრით - „რაც მამას უნდა".


მე არ ვიცნობ დეისაძის მამას, მაგრამ კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ პაატა შამუგრას მამას - წესიერ, პატიოსან და გულანთებულ ქართველ კაცს - როსტომ შამუგიას, ამიტომაც თამამად შემიძლია ვთქვა:


პაატა შამუგიას არც „ახვარი მამა" ჰყავს და პაატა შამუგია არც საკუთარ მამას ჰგავს!


პაატა შამუგია არც იმას აკეთებს, „რაც მამას უნდა!"


ალბათ, სწორედ ამიტომ იყო იგი გახარებული, რაც ერეკლე დეისაძემ დაწერა, ეს მე არ მეხებაო!


ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს!


ძვირფასო მკითხველო, მთელი საქართველოსათვის კარგად არის ცნობილი ბიძინა და ბერა ივანიშვილების სამაგალითო მემა-შვილობის ამბავი;


ბერა არასოდეს მალავს, რომ მამა მისი კუმირია და იგი მამით ამაყობს!


ბერა იყო მამამისის პირველი თანამებრძოლი და მხარში მდგომი, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა!


ბერამ თავისი სიმღერებითა და კონცერტებით საკუთარი წვლილი შეიტანა 2012 წლის 1 ოქტომბრის მამის გამარჯვებაში!


მთელი საქართველოსათვის ასევე ცნობილია ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ზოგადად ოჯახის ინსტტუტისადმი, მისი სიწმინდისა და ხელშეუხებლობისადმი!


ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი, მეცენატი და პოლიტიკოსი კი არა, პირველ რიგში, ოთხი შვილის მამა და დიდი ქართული ოჯახის პატრონია!


და აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ბერა ივანიშვილის ტელევიზია გადაქცეულა ოჯახის, დედ-მამის, ზოგადად ქართული ტრადიციებისა და სულიერების მაგინებელ საბარასტ-ლიბერასტების არენად!


ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში დიდი ტაშ-ფანდურით ახდენენ ვინმე დეისაძის კლიპის პრეზენტაციას, რომელშიც მამა-შვილობა გაბიაბრუებული და გათახსირებულია!


და ამ ყველაფერს, შეიძლება, მხოლოდ ერთადერთი ახსნა ჰქონდეს:


ლიბერასტები ბიძინა და ბერა ივანიშვილების დისკრედიტაციას მათივე ტელევიზიის მეშვეობით ცდილობენ!


ლიბერასტები ბიძინა და ბერა ივათნიშვილების მამა-შვილობას მათივე ტელევიზიიდან დასცინიან!


ეს ნამდვილი იდეოლოგიური საბოტაჟია!


ეს ნამდვილი სულიერი დივერსიაა!


ბერა ივანიშვილი საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წავიდა და, ბუნებრივია, იგი ვეღარ აქცევს ყურადღებას, რა ანტიქართული ბუღი ტრიალებს მის ტელევიზიაში!


დარწმუნებული ვარ, არც ბიძინა ივანიშვილს სცალია „GDS"-ის გადაცემების საყურებლად!


ჰოდა, აიშვეს ლიბერგასტ-საბარასტებმა „GDS"-ის სტუდიაში!


დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამ წერილს აუცილებლად წაიკითხავს და სათანადო რეაქციაც ექნება!


დარწმუნებული ვარ, ბერას ყურამდეც მივა ეს ამბავი და ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თავის სიმღერაში ამბობს - „დავრჩები თავიდან ფეხებამდე ქართული" - არ დაუშვებს, რომ მისი ტელევიზიიდან ანტიქართული ბალღამი იფრქვეოდეს!


ქართული მამა-შვილობის მადლი არ არის დეისაძეებისა და მისნაირი გონჯი სულიერების დასაცინი და ასაგდები!


მჯერა, რომ მამა-შვილობის მადლით მდიდარი ბიძინა და ბერა ივანიშვილები ამ უმსგავსობას საკუთარ ტელევიზიაში მაინც აღკვეთენ!


ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016