reportiori.ge - როგორ გაჭედა გიგი უგულავა გამოძიებამ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:00
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როგორ გაჭედა გიგი უგულავა გამოძიებამ?
ავტორი:
10 ივლისი, 2014. 19:33


ოპერატიული მასალა, რომელსაც დღის სინათლე ჯერ არ უნახავს


აღარ დავიწყოთ განსჯა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანი იყო მოსამართლე, როცა ჯერ გიორგი ღონიაშვილს, შემდეგ კი გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა-არაღდგენის თემას შევეხებით. არც ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებებით შეგაწყენთ თავს. გთავაზობთ მხოლოდ ფაქტებს და დასკვნებს თავად მკითხველი გამოიტანს.


უკვე ვიცით, რომ გიორგი კაპანაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ერთ-ერთი მეწილე ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და სამართალდამცველებს ნაციონალების დანაშაულებრივი სქემის გამოვლინებაში ეხმარება. ამ მიზნით ის თანხმდება გიგი უგულავას შუამავლისა და ამავდროულად მისი ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის თხოვნას, საკუთარი კომპანიების ანგარიშებით დაეხმაროს ნაციონალებს წინასაარჩევნოდ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული მილიონ-ნახევრის გათეთრებაში. სქემა ასეთია: ფული უნდა ჩარიცხოს დავით კეზერაშვილმა კაპანაძის კომპანიაში საზღვარგარეთ, შემდეგ ის კომპანია ამ ფულს დარიცხავს ქართული კომპანიის ანგარიშზე. თანხას „ქეშად" გამოიტანს კაპანაძე და გადასცემს უგულავას შუამავალს. კეზერაშვილის მხარეს ამ ოპერაციაში წარმოადგენს მისივე ლატარიის კომპანიის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე გოგოხია. მასთან კონტაქტზე გადის უშუალოდ ღონიაშვილი, თუმცა, პერიოდულად, როდესაც თანხა აგვიანებს, საქმეში უგულავაც ერთვება.


მომხდარმა მოლოდინს გადააჭარბა. სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდა იმ ეტაპზე, როცა ამ გზით ნაციონალებმა კეზერაშვილისგან უკვე მიიღეს 760 ათასი დოლარი.


3 ივნისს ღონიაშვილი დააკავეს. მის დაკავებას სიძე უცნაურად ეხმაურება: „გიორგი ღონიაშვილი არის ჩემი ქვისლი და მეგობარი, მაგრამ მას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი კავშირი არ გააჩნია. მისი დაკავშირება „ნაცმოძრაობის" პარტიის დაფინანსებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, დეზინფორმაცია, ტყუილი და და მიზნად ისახავს ჩემი და პარტიის დისკრედიტაციას".


მივედით სწორედ იმ განცხადებასთან, რომლის გასაბათილებლადაც ფაქტებს ამ სტატიაში წარმოგიდგენთ და თავად მკითხველი განსჯის, ვის შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება და მართლა აფინანსებდა თუ არა ფულის გათეთრების გზით კეზერაშვილი საარჩევნო შტაბს, რომელსაც გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა.


ოპერატიულ მასალას, რომელიც „პრაიმტაიმის" ხელში აღმოჩნდა, იმ ქრონოლოგიით წარმოგიდგენთ, როგორც ვითარდებოდა მოვლენები.


ოპერაცია დაიწყო


გიორგი კაპანაძესთან „შეთანხმება" მიღწეულია და ღონიაშვილი მას ოფისში ხვდება. მათ საუბარს „პრაიმტაიმი" სტილის დაცვით შემოგთავაზებთ:


ეპიზოდი № 1

 

(ვიდეო) ოფისში საუბარი მიმდინარეობს მაგიდასთან ოთხი ადამიანის მონაწილეობით. კაპანაძისა და ღონიაშვილის გარდა, დანარჩენ ორს სახე დაფარული აქვს. როგორც ჩანს, გამოძიებისთვის ისინიც მოწმეები იქნებიან. საუბარი არის ცალმხრივი. მიმართული ღონიაშვილის მისამართით.


კაპანაძე: „მინდა დანიშნულება. მაგათმა (ანუ, კეზერაშვილის მხარემ. - მ.ნ.) უნდა მითხრან გადმორიცხვი დანიშნულება. მე მკიდია გადმორიცხვის დანიშნულება რა იქნება, მაგრამ მაგენი ხომ გადმომრიცხავი ბანკი იქნებიან? ამიტომ ფულის დანიშნულება უნდა მოგვცენ მაგათ. ხელშეკრულებაში თუ არ ეწერა, ფულს ვერ გამოიტან. იმიტომ რომ, თუ დანიშნულება არ ეწერა, ფულს არ მოგვცემს".


ეპიზოდი № 2

 

(SMS) როგორც ჩანს, მოთხოვნა შესრულდა და საქმე წკიპზეა. ამას გიორგი ღონიაშვილის სატელეფონო მიმოწერა ადასტურებს ალექსანდრე გოგოხიასთან, რაც 30 აპრილით თარიღდება. ალექსანდრე გოგოხია უდასტურებს გიორგი ღონიაშვილს, რომ ოფშორულ კომპანიებს შორის ფიქციური ხელშეკრულება გაფორმებულია და უკვე შესაძლებელია თანხების საქართველოში გადმორიცხვა. 5 მაისს ალექსანდრე გოგოხია ღონიაშვილს ეუბნება,რ ომ მზად არის თანხის პირველი ნაწილის ჩასარიცხად.


ეპიზოდი № 3

 

მოქმედება კვლავ იმავე ოფისშია. კაპანაძე და ღონიაშვილი დივანზე სხედან ერთმანეთის პირისპირ და საუბრობენ.


კაპანაძე: ა, ამაზე მეუბნები რამეს? რავი, რამდენიც გინდა. 200 ათასი დოლარი? კაროჩე, ამას ხელმოწერილს გადმოგიგდებ მე დღეს შენ, თუ მეუბნები,რომ შენ მზად ხარ.


ღონიაშვილი: ისინი? ისინი მზად არიან.


კაპანაძე: უკვე თუ მეუბნები ჟელეზნად, მე ხვალ გამომაქვს ორასი, აგერ მოვიტან.


ღონიაშვილი: არა".


ეპიზოდი № 4

 

სავარაუდოდ, ფულის პირველი პარტიის შემდეგ ღონიაშვილმა დოლარი ლარში გადაახურდავა და შეხვედრა კვლავ ცნობილ ადგილას შედგა.


ღონიაშვილი: სამას ორმოცდაათი ათასია (350 000).


კაპანაძე: ანუ, შენ წახვედი, შენ დაახურდავე და არის 350 ათასი ლარი.


ღონიაშვილი: ხო, ეგ არის. ეხლა 200 რომ გავამრავლოთ 1.75-ზე და 8-ზე, არის ამდენი (გაუგებარი არითმეტიკა, მაგრამ მაინც... - მ.ნ.)


კაპანაძე: გავიგე. ახლა ზუსტად 350 ათასი ლარი მიგაქვს შენ".


ეპიზოდი № 5

 

(ვიდეო) თანხა უკვე მიღებულია და ღონიაშვილი ფულს ალაგებს პარკში...



შემდეგ ტრანში


ეპიზოდი № 6


როგორც ჩანს, 200 ათასი არ არის ის თანხა, რაც ნაციონალებს ეყოფათ და ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულების მიხედვით, გიგი უგულავა უკავშირდება ალექსანდრე (საშა) გოგოხიას და ითხოვს თანხების გადმორიცხვას მისგან. ეს ხდება 14 მაისს.


უგულავა: საშკიტო, დააჩქარე, ვიწვები მაგრა.

გოგოხია: ხვალ".


ეპიზოდი № 7

 

6 დღის შემდეგ ეს კავშირი ისევ შედგა.


უგულავა ინტერესდება, როდის იქნება თანხის შემდეგი გადმორიცხვა ალექსანდრე გოგოხიასგან:


20 მაისი. 07:55 სთ.


უგულავა: საშკიტო, შემდეგი როდისაა?

გოგოხია: ვჩალიჩობ, რომ ზეგ".


ეპიზოდი № 8

 

გრძელდება საუბარი თანხის გადმორიცხვაზე.


უგულავასა და ღონიაშვილის მიმოწერა:


უგულავა: არის საშკიტოსგან რამე ახალი?

ღონიაშვილი: არაფერი. შევეხმიანები და გეტყვი.

უგულავა: დონორზე არი ახალი რამე?

ღონიაშვილი: 2 დღით იყო ჩამოსული და ამერიკაში წავიდა 1 კვირით. რაღაც ფეხს ითრევს, თუ პოხუისტობს, ვერ გავიგე. კვირის ბოლოს ჩამოდის".


ეპიზოდი № 9

 

21 მაისი. 5:07 სთ.

ღონიაშვილი უგულავას: „გამოჩნდა საშკიტო და ალბათ მოვასწრებ დღეს".


600 ათასის შემდეგ მილიონ-ნახევრამდე...


მას შემდეგ, რაც უკვე გაშიფრული გზით „ნაციონალურმა მოძრაობამ" 600 ათასი დოლარი მიიღო, კეზერაშვილმა ფულის გადმორიცხვა შეაფერხა. რამაც ჩვენი მეგობრები ააფორიაქა.


ეპიზოდი № 10

 

კვლავ ვიდეოჩანაწერი ცნობილი ოფისიდან...


მოქმედი პირები კვლავ ღონიაშვილი და კაპანაძე არიან. უგულავას ქვისლი ზის კომპიუტერთან. კაპანაძე ფეხზე დგას:


კაპანაძე: კეზერა მიტისკოს. ჩაუტაროს. გიგიმ უთხრას, დედას მ...ავ, ჩარიცხე.


ღონიაშვილი: სულ გამოაშვებინებენ, შეჩემა (ანუ, ღონიაშვილს გიგის იმედი აქვს, რომ კეზერაშვილს მთელ თანხას, მილიონ-ნახევარს გადმოარიცხვინებს. - მ.ნ.).


კაპანაძე: რამდენი გავაკეთეთ ეხლა ჩვენ?

ღონიაშვილი: 600 (ექვსასი).

კაპანაძე: სამჯერ, ხო? (ანუ, სამ ტრანშად. - მ.ნ.).

ღონიაშვილი: ხო".


ეპიზოდი № 11

 

შემდეგი შეხვედრა უცვლელ ადგილას. კადრში ჩანს მხოლოდ ღონიაშვილი. კაპანაძის ხმა ისმის.


კაპანაძე: ნახე გიგი გუშინ (სავარაუდოდ თანხმობას იღებს. - მ.ნ.)?

კაპანაძე: რაო მერე იმან?

ღონიაშვილი: რაზე?


კაპანაძე: მაგ იმაზე არ დაებაზრე? გაკეთებაზე, ოფშორში გადმოგდებაზე. მე მივდივარ, ვებაზრებიო. თვითონ რა გითხრა?


ღონიაშვილი: დაჩქარებაზე?

კაპანაძე: ხო.


ღონიაშვილი: ხოდა, ეგ მითხრა რა, დავურეკავ და ვეტყვიო, რა და გეტყვიო შენცო. მერე ეხლა ეს რომ მოუ...ავს ტვინს, მერე ისინიც მეტყვიან თვითონ".


ეპიზოდი № 12

 

„კაპანაძე: ბიჭო, რა ყ-ები არიან ესენი, რას ჩალიჩობენ, რას ჭედავენ.


ღონიაშვილი: აუ, არ ვიცი, ბოზიშვილი ვიყო, რა გითხრა, არ დამიწყია ჯერ ეს.


კაპანაძე: სახლის ასაშენებლად ხომ არ უნდათ ეს დედამ....ლი.

ღონიაშვილი: ხომ იცი რა, რომ შემოუთვალეს.


კაპანაძე: ვინ?

ღონიაშვილი: მაგათმა... საშკამ (ალექსანდრე გოგოხიამ. - მ.ნ.) მითხრა, ვინც არის მაგის თავკაცი, კაროჩე ისაო, ესაო და მერეო, ერთ თვეშიო და რაღაცეებს. შენ, მე ვუთხარი, ყ-ე ხომ არ ხარ შეჩემა.


კაპანაძე: ხო, რა.

ღონიაშვილი: გამოდიოდა, 400-500 უნდა მოეცა და მილიონი უნდა მოეცა არჩევნების მერე. მერე რაღა ჩემ ყ-დ მინდა?


კაპანაძე: ხო, რა.

ღონიაშვილი: ისე, რა მაგარია რომ ეტყვი, მერე რაღა ჩემ ყ-დ მინდა ფული. მერე მინდა თუ მინდა.


კაპანაძე: არა, ხო მარა, საქმის პონტში არ გიშვებს ეგ დედამოტ...ლი და.

ღონიაშვილი: არა, ხო.


კაპანაძე: საშკა ვინ არის, იმის როჟაა?

ღონიაშვილი: ხო.

 

კაპანაძე: კეზერას?

ღონიაშვილი: კიპრში ვინც არის, კიპრზე. ეგ კიპრზეა ბაზირებული.


კაპანაძე: ვინა?

ღონიაშვილი: ეგ საშკა".


ეპიზოდი № 13

 

კაპანაძე: კეზერამ შეიძლება ვაფშე არ ჩარიცხოს. ხო ხედავ, აწვალებთ (იმენნო). ეხიპიშებით გადმორიცხვაზე, ტო.

ღონიაშვილი: ვის?

 

კაპანაძე: კეზერას.

ღონიაშვილი: არა, რა არ ჩარიცხოს, ხომ არ ღადაობ, რა პონტში ამბობ?


კაპანაძე: აბა, რას წელავდა ამდენი ხანი?

ღონიაშვილი: ბიჭო, იმას არ უზის იმ კომპანიაში. ეს ხომ ურიცხავს იმას".


ეპიზოდი № 14

 

უგულავა ღონიაშვილს დაჟინებით სთხოვს,რომ თანხის ჩარიცხვამდე მუდმივ კონტაქტზე იყოს ალექსანდრე გოგოხიასთან.


31 მაისი. 4:30 სთ.

უგულავა: საშკიტოს შეეხმიანე?

ღონიაშვილი: კი და მეტყვის ეგრევე, მზად რომ იქნება.

უგულავა: შეეცი, არ მოადუნო.

ღონიაშვილი: კი და ველოდები, მეტყვის".


ეპიზოდი № 15

 

ღონიაშვილი უგულავას უხსნის, რომ უკვე გადმოირიცხა 600 ათასი დოლარი და კიდევ ელოდება იმდენივეს.


უგულავა: რამდენი დარჩა, შემახსენე, რა, უკვე რამდენი მოვა.

ღონიაშვილი: 6 მოვიდა და დარჩა მაგდენივე".


 

დასასრულის დასაწყისის წინა დღე

 

ეპიზოდი № 16

 

2 ივნისი

ალექსანდრე გოგოხია ეუბნება გიორგი ღონიაშვილს, რომ მზად არის, ამჯერად 160 ათასი აშშ დოლარი გადმორიცხოს.


გოგოხია: „მოკლედ, ეხლა მაქვს 160-ის საშუალება. შეიძლება საღამოს შემეცვალოს და მეტი გახდეს. ჯერ ვერ გეუბნები".


ეპიზოდი № 17

 

2 ივნისი

გოგოხია: რამდენად დალაგდი ახლა შენებთან,რომ არ გავიჭედოთ. 160 უეჭველია.

ღონიაშვილი: უეჭველი რაც არის, ის ვქნათ, დანარჩენი ზეგ".


ეპიზოდი № 18

 

2 ივნისი

ღონიაშვილი უგულავას ეუბნება, რომ ოფშორიდან გოგოხიამ თანხის მორიგ ჩარიცხვაზე თანხმობა უთხრა და თანხა უნდა ჩარიცხულიყო მომდევნო დღეს.


უგულავა: საშკიტო?!

ღონიაშვილი: გულთმისანი ხარ? ეხლა ველაპარაკე და შენც მომწერე... ხვალისთვის წესით OK.


უგულავა: მე რვამდე დასავლეთში ვარ და თუ რამეა, ოფისში მიშა ნახე (ვინმე მიშასთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდები, თუმცა, ვინ არის... მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. - მ.ნ.).

ღონიაშვილი: OK. ხვალ გავუვლი".


დასასრული


ეპიზოდი № 19

 

3 ივნისი

გიორგი ღონიაშვილი გიგი უგულავას ეუბნება, რომ თან აქვს ოფშორიდან გადმორიცხული 160 ათასი აშშ დოლარი და ურჩევნია, თანხა მალე გადასცეს, რაზეც უგულავა პასუხობს, რომ ფული პარტიაში მიშას მიუტანოს. ამ საუბრის შემდეგ ღონიაშვილი დააკავეს. დაკავებისას მას ეს ფული თან აღმოაჩნდა.


ღონიაშვილი: თუ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მირჩევნია მოვიშორო. თუ არა, დაგელოდები მაშინ.

უგულავა: პარტიაში მიშა დაგელოდება.

ღონიაშვილი: OK".

 

3 ივნისს ღონიაშვილი დააკავეს. ერთი თვის შემდეგ გიგი უგულავა, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, უარყოფდა ქვისლის კავშირს „ნაცმოძრაობის" დაფინანსებასთან. თუმცა ზოგს ამ „ბოლოს გაკვირვებამდე" უგულავას „ფიცის სწამდა", ალბათ.


მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016