reportiori.ge - მეუფე იაკობი: „26 კომისარივით მობრუნებას ხომ არ აპირებენ?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:41
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მეუფე იაკობი: „26 კომისარივით მობრუნებას ხომ არ აპირებენ?“
ავტორი:
10 ივლისი, 2014. 19:35


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის 2014 წლის 6 ივლისის ქადაგებიდან

 

დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მოვლენ?! პლაკატებზე კარგი იქნება, ის იქნება - ვთქვათ, „ავამუშაოთ" და... მაგრამ ისევ ქუჩაში დახვრეტები?! ისევ ციხეებში გაუპატიურება?! ამის შიში რომ ჰქონდეთ, რომ აღარ ჩაიდინონ, ვიღა ხომ შეიძლება, მხილებულ ყოფილიყო?! ეს ხომ სისტემა იყო? ეს არ იყო უბრალოდ, რაღაცა, ეს არ იყო ერთი კაცის ახირება... ამას ვერ იზამდა ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ვერც ვერავინ, რომ არა ის კაცი, რომელიც გაქცეულია და ქვეყანაში არ ჩამოდის. რომ ჩამოვიდეს, რისი შიში აქვს, არ ვიცი, ან იქ რომ ჩავალთ და დაველაპარაკებით, 26 კომისარივით მობრუნებას ხომ არ აპირებენ? ამიტომ ცოტა ისე უნდა ვიყოთ - რომ მოდიხართ და რომ გვთავაზობთ თავს, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ, გადით და ჩამოაყალიბეთ რაღაცა, თუ დაგაკლდათ - ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა? შეიძლება მძიმე სიტყვები იყოს, მაგრამ, როცა არ ხართ ღირსი სათავეში ყოფნის და როცა უფალი გადაგწევს, სხვებს უნდა დაუთმოთ! მე ახლა არ ვლაპარაკობ, რომ ახლა რომელი ძალაც არის, იმაში ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონი იყოს... ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მათაც აჩვენა... მაგრამ განსხვავებას ახლა ყველა ვხედავთ. პირველად მოგვეცა საშუალება, რომ ხალხმა მართლა აირჩიოს და მართლაც უნდა ავირჩიოთ!


ჩვენ უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ითქვას!


ყველამ უნდა დაინახოს, თორემ... არ ვიტყოდი, არ ვილაპარაკებდი, მაბეზღარებივით მაშინვე, ჯერ გადაწყვეტილება არ არის რაიმე გამოტანილი და საზღვარგარეთ გარბიან... ხან რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერებზე" გვიწერს და ხან - ვინ. აბა, ამეიკელებს დაუწერეთ და თავმოყვარე ერებს დაუწერეთ მას და თუ შეგიშვებენ ქვეყანაში მერე! ღირსეული ხალხი ვართ, ღირსეული ერი ვართ და გვეკუთვნის, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ! ერთი ადამიანიც არ მემეტება ციხისთვის, მაგრამ რომ დააშავა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს! და მითუმეტეს, მკვლელებზე ხელის დაფარება ან ვინც აუპატიურებდა, იმაზე ხელის დაფარება, რა არის?! ორი წელი გადის და კიდევ ამაყად დადიან და ჭკუას გვასწავლიან! მადლობა ღმერთს, რომ შურისმაძიებელი ერი არა ვართ და კიდევ ვუყურებთ და ველოდებით, როდის დაბრუნდებიან ერის წიაღში, თორემ არჩევნებიც მოვა და რაც არ უნდა იძახონ: „რეიტინგი, რეიტინგი", რომელ რეიტინგზეა ლაპარაკი?


თბილისში ერთად ხომ უნდა ვიცხოვროთ? ქუჩაში ისე ხომ არ უნდა გამოვიდეთ, რომ გოგლიმოგლის პარტიად ვიქცეთ - მარტო კვერცხები დაგვაყარონ? ეს ჩვენი სირცხვილიც არის! სულ არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს მოქალაქეს კვერცხს ესვრიან. მაგ დონემდე არ უნდა მიიყვანოთ ადამიანები! ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და თუ ქვეყანა უყვართ და ღმერთი უყვართ, ცოტა ხანი გადადგნენ გვერდზე და შეხედონ თავიანთ შეცდომებს და მერე წლები რომ გავა, თუ უფალი ინებებს და ხალხის ნებაც იქნება, ბევრი კარგი ადამიანია იქ და ვიღაცებს პოლიტიკურ სამარეში არ უნდა გადაყვნენ. მითუმეტეს, ახალგაზრდობა! ძველად, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ასეთ ხალხთან დგომა უდიდესი სირცხვილი იყო. კიდევ კარგი, საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლებოდა მაშინ ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით ჩვენ მაგათ!


ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმინდის მადლით აგავსოთ!


იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!


გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016