reportiori.ge - მაია ფანჯიკიძე: პრემიერმა თქვა - ახალი გამოწვევები გადაიზრდება და გადაითარგმნება ახალ შესაძლებლობებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:27
ეკონომიკა
მაია ფანჯიკიძე: პრემიერმა თქვა - ახალი გამოწვევები გადაიზრდება და გადაითარგმნება ახალ შესაძლებლობებში
ავტორი: ანა ნოდია
11 ივლისი, 2014. 14:13


ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გზას უხსნი არა მხოლოდ საქართველოს ბიზნესს ევროპისკენ და აძლევს მას ახალ პერსპექტივებს, არამედ იგი ქმნის, ასევე ძალიან ხელსაყრელ პირობებს უცხოური ბიზნესის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში" - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბათუმში გააკეთა. ფანჯიკიძე კონფერენციას - "საქართველოს ევროპული გზა" ესწრება. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, უცხოური ბიზნესიდან არ გამოირიცხება რუსეთის ბიზნესი და ეს  მათთვისაც ახალი შესაძლებლობებია.


"პირველ რიგში მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან მესიჯზე, რომელიც გააჟღერა დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა თავის გამოსვლაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს არა კონფრონტაციის, არამედ თანამშრომლობის ადგილი. ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები გადაითარგმნოს შესაძლებლობებში. უცხოური ბიზნესიდან არ გამოირიცხება რუსეთის ბიზნესი პირიქით, ეს არის მათთვისაც ახალი შესაძლებლობები. ამიტომ ,აი ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნების მისამართით.


რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება გართულდეს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ,ჯერჯერობით ამის ნიშნებს საბედნიეროდ ვერ ვხედავ და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც დარჩება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 7 ივლისს პარაღაში გამართული შეხვედრა, რომ ჩვენ, ჩვენის მხრივ, განგვემარტა რუსი კოლეგებისთვის თუ რას ნიშნავდა ახალი პირობები საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის, მოგვესმინა მათი აზრ, გვეპასუხა შეკითხვებზე და აღმოგვეფხვრა ყველანაირი გაუგებრობა, რაც შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ორმხრივი ინტერესი არსებობს ამ თემის მიმართ და იმედი მაქვს, რომ სწორედ ის მოხდება, რაც პრემიერმა თქვა, რომ ახალი გამოწვევები გადაიზრდება და გადაითარგმნება ახალ შესაძლებლობებშისაქართველოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ევროკავშირთაარავის წინააღმდეგ არ არის მიმართული", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016