reportiori.ge - ევგენი ევტუშენკო შევარდნაძეზე: წავიდა პოლიტიკის მძიმეწონოსანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ევგენი ევტუშენკო შევარდნაძეზე: წავიდა პოლიტიკის მძიმეწონოსანი
ავტორი:
11 ივლისი, 2014. 14:58


მსოფლიო პოლიტიკიდან წავიდა ერთ-ერთი უკანასკნელი მძიმეწონოსანი - ედუარდ შევარდნაძე. ჩვენი, რუსი აგრესიული შოვინისტები მასზე ცინიკურ, ყოვლად უსაფუძვლო ხმებს ავრცელებენ: იდუმალი რუსოფობი იყო და ყველაფერი გააკეთა საბჭოთა კავშირის დასასუსტებლად და დასაშლელადო.

 

 

ქართველი რუსოფობები მას კრემლის კარის მლიქვნელად და ქართული ეროვნული ფასეულობების დამაქცევრად მოიხსენიებენ. ერთიც და მეორეც - სამარცხვინო ტყუილია, რომელიც პიროვნულ მოსაზრებებზე და შურზეა აგებული.

 

 

შევარდნაძეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ვიცნობდი, როდესაც საქართველოში ჩემს შეხვედრებს ხელს უწყობდა. ყოველთვის იყო გამოუსწორებელი ინტერნაციონალისტი, რაც ახლა ლამის ანტიკვარულ იშვიათობას წარმოადგენს. მისი სულიერი სამყარო და რწმენა ძალიან ახლოს იდგა პრაღის გაზაფხულის მომწყობთა აზრებთან;

 

 

ადამიანური სოციალიზმის იდეის გამტარებლებს, ევროპულ სოციალიზმთან ერთად, ბრეჟნევის ტანკებით გადაუარეს. შევარდნაძე ძალიან განიცდიდა ამ ტრაგედიას, თუმცა ამას მალავდა, არა თანამდებობისა და კარიერის გამო, არამედ თავისი ქვეყნისა და რწმენის დასაცავად იძულებული იყო გაჩუმებულიყო, რათა ისევე არ გაეთელათ, როგორც პრაღაში მისმი თანამოაზრეები. საქართველოში იგი სწორედ პრაღის გაზაფხულის იდეებს ახორციელებდა. საბჭოთა კავშირის არცერთ რესპუბლიკაში ისე არ ყვაოდა კულტურა, როგორც საქართველოში. ჟურნალი „მნათობს" იმ ხანად 50 ათასი ხელმომწერი ჰყავდა, გამსახურდიას დროს კი ათჯერ ნაკლები. შევარდნაძის დროს ჩვენი თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები სსრკ-ს ყველა ენაზე მრავალათასიანი ტირაჟით გამოიცემოდა; აღარაფერს ვამბობ ქართველ კლასიკოსთა შემოქმედების პოპულარიზაციაზე. ნოდარ დუმბაძისა და ჭაბუა ამირეჯიბის რომანები მრავალ უცხო ენაზეც ითარგმნა. ხოლო იგივე ჭაბუა ამირეჯიბისა და ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები ნობელის პრემიის წინასწარ განაცხადში ფიგურირებდნენ და სავსებით იმსახურებდნენ ამ ჯილდოს.

 

 

შევარდნაძე ყოველმხრივ მხარს უჭერდა ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. როდესაც მოსკოვში 60-იანი წლების საუკეთესო რუს მწერლებს - ვოზნესენსკის, ახმადულინას, ოკუჯავას, აქსიონოვს მაქისმალურად ავიწროვებდნენ, თავშესაფარს, სტუმართმოყვარე საქართველოში პოულობდნენ. მიუხედავად იმისა,რომ მოსკოვის ოფიციალური პრესა კრიტიკის ლაფში გვსვრიდა, შევარდნაძე თამამად ესწრებოდა ჩვენს გამოსვლებს და ხშირად თავად იყო მათი ორგანიზატორი, თანაც სად - შოთა რუსთაელის სახელობის თეატრში!

 

 

არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში კორუფციისთვის ისეთი დაუნდობელი ბრძოლა არ გამოუცხადებიათ, როგორიც საქართველოში. შინაგან საქმეთა მინისტრობისას შევარდნაძემ საქართველოს ცკ-ის პირველი მდივნის წინააღმდეგ გალაშქრება გაბედა და გაიმარჯვა. მოსკოვში გადასვლამდე უდიდეს რისკზე წავიდა და თენგიზ აბულაძის ფილმი, „მონანიება", სახელმწიფოს დააფინანსებინა. რუსი სტალინისტები ამან აღაშფოთა, თუმცა, მათ არ ესმოდათ, რომ სტალინი არ იყო ქართველი ნაციონალისტი, დაპატიმრებებისა და დახვრეტებისას ის „ინტერნაციონალისტი" იყო.

 

 

„ჟენია - მითხრა ერთხელ, - რა კარგია რომ პოლიტიკოსი არ ხარ".

 

 

ედუარდ ამბროსის ძე რუსეთის დიდი მეგობარი იყო, უყვარდა ის. ამაში ეჭვი  არ შეგეპაროთ. მას კარგად ესმოდა, რომ ბედნიერი მომავალი მხოლოდ ძმური ერთად დგომით მიიღწევა.

 

 

რა თქმა უნდა, შეცდომებსაც უშვებდა. შეგიძლიათ დამისახელოთ პოლიტიკოსი, ვისაც შეცდომა არ დაუშვია? მან ბევრი იღვაწა, რომ ცივი ომის განწყობისგან გაენთავისუფლებინა ჩვენი პოლიტიკა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს ყველა ხალხის მეგობარი იყო. მგონი ეს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩვენი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პროფესიის ნაწილია.

 

 

დღემდე უსამართლოდ აბრალებენ, რომ ამერიკელთა ინტერესების გამო დაანგრია ბერლინის კედელი. ეს კაცობრიობის ინტერესებში შედიოდა, რაგან მუდმივად მესამე მსოფლიო ომის პოტენციური კერა იქნებოდა. გორბაჩოვს რომ მისთვის დაეჯერებინა, როდესაც შეთქმულების შესახებ აფრთხილებდა, შესაძლოა ისტორია სხვაგვარი, უფრო მშვიდობიანი გზით წასულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა და ცივი ომის ხანა დაგვიბრუნდა.

 

 

დიდი პოლიტიკოსების გაკრიტიკება იოლია. უფრო რთულია ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ მათ ადგილზე, რათა ამა თუ იმ გადაწყვეტილების სისწორე გავიგოთ.დიდი პოლიტიკის მწვერვალებზე ყველაფერი საკუთარ სურვილზე არ არის დამოკიდებული. იქ არ არის ბავშვობისდროინდელი, მშობლიური წყარო, რომელსაც დაეწაფები და  ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს. ძალაუფლების ოლიმპზე ისტორიის ქარტეხილი უმოწყალოა და ყოველთვის ისე ვერ მოიქცევი, როგორც გინდა.

 

 

მოდით, ვისწავლოთ იმის განზე გადადება, რის გაკეთებასაც ვერ მოახერხებ, ეს ხომ ხშირად უმოწყალო დროების ბრალია. ვიყოთ იმის მადლიერი, რომ როგორღაც ახერხებდნენ და დღესაც ახერხებენ დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებას.


 

 

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016