reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ CNN-ის ეთერში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:51
ინტერვიუ
ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ CNN-ის ეთერში
ავტორი:
12 ივლისი, 2014. 13:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CNN-ის ეთერში RIchard Quest-ის საავტორო გადაცემაში რეგიონალური პოლიტიკასა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა:

„რეპორიტორი" გთავაზობთ ინტერვიუს გაშიფრულ ვერსიას:

 

 

__ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამორიცხა თავისი თავი შუამავლის როლში უკრაინასა და რუსეთს შორის და თქვა რომ დიალოგი არის კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა.

6 წლის წინ საქართველო ოკუპირებული იქნა რუსეთის მიერ. ახლა საქართველომ ხელი მოაწერა  სავაჭრო შეთანხმებას ევროპასთან. შევხედოთ რუკას, თქვენ ზუსტად დაინახავთ მთელ სირთულეებს. აქ გვაქვს  რუკა, საქართველო არის ქვედა მხარეს, რუსეთი არის ჩრდილოეთიდან, თურქეთი სამხრეთიდან. შავი ზღვის გადაღმა თქვენ ხედავთ ანალოგიურ სიტუაციას უკრაინისთვის, ევროკავშირით დასავლეთიდან და რუსეთით ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებიდან. ამგვარად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მითხრა, რომ როდესაც ვუყურებთ  რუკას და ვადარებთ სიტუაციას, არსებობს გზა თანაარსებობისათვის რუსეთთან, ერთის მხრივ, და ევროკავშირთან, მეორეს მხრივ.

 

 

__მინდა ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას და  უკრაინელ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა. იმედი მაქვს სტაბილურობა მალე აღდგება. მაგრამ როგორც  აღვნიშნე, ეს არ არის ჩემი როლი, ვერ ვეტყვი უკრაინას, უკრაინის მთავრობას, რომელ გზას უნდა გაჰყვეს... მაგრამ ჩვენ უკვე მივეცით ამის მაგალითი. ერთის მხრივ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირის მიმართულებით, და ეს პროცესი გახდა შეუქცევადი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ევროკავშირთან 27 ივნისს, ამავე დროს  ვეძებთ გზებს, რომ დავამკვიდროთ ნორმალური, კონსტრუქციული და თანამშრომლური ურთიერთობები რუსეთთან. ფაქტია, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და, პრაგმატული, პრაქტიკული რეალობიდან გამომდინარე,  უნდა გვქონდეს მათთან ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი .

 

 

__თუ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ მათ მართლაც არ უნდათ, რომ საქართველომ ააგოს ეს  დიდი ხიდი ევროკავშირთან, მაშინ თქვენ შეიძლება  გაცილებით უფრო მეტი სირთულეები შეგექმნათ, ვიდრე  ამჟამად გაქვთ.

 

 

_  რუსეთის ინტერესსაც უნდა შეადგენდეს, რომ აქ, რეგიონში,  მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.  ისევ და ისევ, მე ვფიქრობ, საქართველოს მხარემ, დაამტკიცა, რომ  კონსტრუქციული მთავრობა,  კონსტრუქციული ხალხი ვართ  და  გვინდა გვქონდეს ნორმალური დიალოგი ყველასთან, რუსეთის ჩათვლით.  რუსეთმა, თანდათან გამოასწორა ურთიერთობები, თქვენ იცით მან გახსნა ბაზარი საქართველოს პროდუქტებისათვის - საკვები პროდუქტისათვის, ღვინისათვის; მე ვიტყოდი,რომ ჩვენ გავაუმჯობესეთ  ურთიერთობები ტექნიკურ დარგებშიც...

 

 

__ როგორ გესახებათ საქართველოს  გრძლვადიანი მომავალი და არის თუ არა  საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობა?

 

 

_ აბსოლუტურად, სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ დასაწყისია, ამით ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ  დიდი ევროპული ოჯახის  სრული წევრობა წარმოადგენს საქართველოს საბოლოო მიზანს.

 

 

__ ხედავთ  თქვენ თავს  ან  საქართველოს მთავრობას შუამავლის როლში უკრაინა-რუსეთის სიტუაციის მოგვარებაში?

 

 

_  ვფიქრობ ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენ, და ჩემს თავს ვგულისხმობ, პრეზიდენტ პუტინთან უშუალო დიალოგი არ მქონია, ასე რომ არ შემიძლია გამოვიდე შუამავლის, მომრიგებლის როლში რუსეთსა და უკრაინას  შორის. თან, ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი რუსეთთან.

 

 

__ თქვენ მიდიხართ ევროკავშირის მიმართულებით, თქვენ უნდა აჩვენოთ რუსეთს, რომ ეს ურთიერთობა  არ არის საზიანო, თქვენ უნდა მოიმხროთ მოსახლეობა და ამავე დროს უნდა დაარწმუნოთ ყველა, რომ არავინ არის დისკრედიტირებული... ასე რომ ეს ერთმანეთთანაა დაკავშირებული...

 

 

_ მე მაქვს მონიჭებული  პრივილეგია,  მაქვს  პატივი გავუძღვე და ვმართო ეს ქვეყანა, და მიმართულება მივცე ჩემს  ერს ამ რთულ მომენტში და ამ რთულ გზაზე. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016