reportiori.ge - პირველი აგვისტოდან გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება სავალდებულო იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:44
ეკონომიკა
პირველი აგვისტოდან გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება სავალდებულო იქნება
12 ივლისი, 2014. 14:35


პირველი აგვისტოდან გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება სავალდებულო იქნება. რაც გულისხმობს, რომ თუ პროდუქცია გემოდიფიცირებულ დანამატებს შეიცავს, მეწარმე ვალდებულია, ამის შესახებ პროდუქციის ეტიკეტზე ქართულ ენაზე მიუთითოს. 


პარლამენტის აგრარული კოომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კანონდამრღვევ მეწარმეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.


კანონის მიხედვით, კანონის დამრღვევები ისჯებიან ადმინისტრაციული სამართლდარღვევის წესით. ეს არის 500 ლარიანი ჯარიმა. შემდეგ არის პროდუქციის ამოღება, შემდეგ მარკირების აუცილებლობის მოთხოვნა. სხვა შემთხვევაში ის ვერ შევა გასაყიდ სავაჭრო ობიექტებში. ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის მომხმარებლის ინფორმირებულობა, რომ მომხმარებელმა იცოდეს რას ყიდულობს, რას მიირთმევს, რას მოიხმარს",- აცხადებს აგულაშვილი.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ კუთხით საინფორმაციო კამპანიის წარმოებაც, რაც კანონის მიღების პროცესშიც აქტიურად მიმდინარეობდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016