პირველი აგვისტოდან გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება სავალდებულო იქნება. რაც გულისხმობს, რომ თუ პროდუქცია გემოდიფიცირებულ დანამატებს შეიცავს, მეწარმე ვალდებულია, ამის შესახებ პროდუქციის ეტიკეტზე ქართულ ენაზე მიუთითოს.
პარლამენტის აგრარული კოომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კანონდამრღვევ მეწარმეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
„კანონის მიხედვით, კანონის დამრღვევები ისჯებიან ადმინისტრაციული სამართლდარღვევის წესით. ეს არის 500 ლარიანი ჯარიმა. შემდეგ არის პროდუქციის ამოღება, შემდეგ მარკირების აუცილებლობის მოთხოვნა. სხვა შემთხვევაში ის ვერ შევა გასაყიდ სავაჭრო ობიექტებში. ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის მომხმარებლის ინფორმირებულობა, რომ მომხმარებელმა იცოდეს რას ყიდულობს, რას მიირთმევს, რას მოიხმარს",- აცხადებს აგულაშვილი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ კუთხით საინფორმაციო კამპანიის წარმოებაც, რაც კანონის მიღების პროცესშიც აქტიურად მიმდინარეობდა.