reportiori.ge - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: GDS-მა დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:46
მედია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: GDS-მა დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
ავტორი:
12 ივლისი, 2014. 15:50


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით,  9 ივლისს GDS-ის ეთერში გასულ გადაცემა "ბინა 18"-ში გარკვეული მონაკვეთი მაუწყებლის შესახებ კანონის დარღვევა იყო, რომელმაც უკვე გამოიწვია საზოგადოების ნაწილის, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის პროტესტი.



ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდებოდა გადაცემის გარშემო მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებდა, რომ ტელეკომპნიის ხელმძღვანელობა და გადაცემის ავტორებიც გააცნობიერებდნენ, პირველ რიგში, მედიის პასუხისმგებლობას და პროგრამის უხამსი და დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მონაკვეთის გამო ბოდიშს მოიხდიდნენ.

 

როგორც აღმოჩნდა, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისთვის გაუგებარია საზოგადოების იმ ნაწილის არგუმენტები, რომელმაც აღნიშნულ გადაცემაში გენდერული დისკრიმინაციის წახალისება დაინახა და გააპროტესტა.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ადასტურებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას გადაცემის კონკრეტული ფრაგმენტისადმი, ეთანხმება უკვე გამოთქმულ პროტესტს და თავის მხრივ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიამ კონკრეტული გადაცემის ფრაგმენტით დაარღია კანონი მაუწყებლობის შესახებ და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც უხამსობის შემცველი, დისკრიმინაციის წამახალისებელი და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი პროგრამების გადაცემას კრძალავს", - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016