reportiori.ge - გიორგი ჩივიაშვილი: ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:20
სამართალი
გიორგი ჩივიაშვილი: ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 13:16

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ მერაბიშვილთან სამოქალაქო საავადმყოფოს ექიმების შეყვანა მოხდეს ან ახლობლებს მიეცეთ მერაბიშვილის სამოქალქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის უფლება.

როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი გამოკვლევებს და მკურნალობას აწარმოებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

ჩივიაშვილის თქმით, იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობითი განცხადებით დღეს მიმართავს.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აწარმოებს და ატარებს გამოკველევებს. ვთხოვთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მოხდეს მერაბიშვილთან სამედიცინო სექტორის ექიმების შეყვანა და თუ ეს ვერ მოხერხდება, მოგეცეს შესაძლებლობა, რომ იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადავიყვანოთ სამკურნალოდ", _ განაცხადა ადვოკატმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016