„ახლმა მთავრობის მიერ ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის დაზღვევის მიმართულებით, წარმართული პოლტიკა, აბსოლუტურად ყალბი პიარია"- ამის შესახებ, „რეპორტიორის" პრეს კლუბში, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნესტან კირთაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით ბიუჯეტიდან გასული ყველა თანხა, რომელიც მიემართება პაციენტისათვის სასარგებლოდ, გაივლის კერძო სადაზღვევო კომპანიებს, სადაც თანხის უდიდესი ნაწილი რჩება.
„ყველა ჩვენგანი ვართ პოტენციური პაციენტი. მდიდრდებიან კერძო სადაზღვევო კომპანიები, სამთავრობო კლანები, ხოლო პაციენტამდე მიდის თანხის 30 პროცენტი და ისიც დაგვიანებით. ადამიანები პრაქტიკულად გაწირულები არიან სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს არის დიდი განგაშის ზარი!" - განაცხადა ნესტან კირთაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ თემად აქცევს.
„თითოეული მაღალი ჩინი, ან კანდიდატი, ყველა მიმართულებით უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მთავარ მიმართულებას-ეს არის ადამიანი. პირდაპირ გეტყვით, რომ პროგრამა და თემა მზადდება არა როგორც თხზულება და წარსადგენი დოკუმენტი, ჩემსა და ახალგაზრდულ ლიდერთა სახალხო მოძრაობის მიერ, არამედ მომზადებული თავად დარგების სპეციალისტების მიერ. უახლოეს დღეებში სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქებში გავაძლიერებ შეხვედრებს, ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებთან, კვალიფიციურ და პროფესიონალ ექიმებთან. მათ წინაშე მინდა გაიაროს იმ საპროგრამო მიმართულებამ, როგორადაც მე, პრეზიდენტობის კანდიდატს წარმომიდგენია. ეს უნდა იყოს სრულიად ახალი რეფორმა, რომელსაც ეყოლება როგორც კმაყოფილი ექიმი, ასევე კმაყოფილი პაციენტი" - აცხადებს ნესტან კირთაძე