reportiori.ge - ხათუნა პაიჭაძე: არც საქართველოს პროკურატურას, ხელისუფლებას, ჩხიტუნიძის ოჯახის წევრებს, არ აქვს არანაირი საშუალება, კანონმდებლობაზე ზემოქმედება მოახდინოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:36
სამართალი
ხათუნა პაიჭაძე: არც საქართველოს პროკურატურას, ხელისუფლებას, ჩხიტუნიძის ოჯახის წევრებს, არ აქვს არანაირი საშუალება, კანონმდებლობაზე ზემოქმედება მოახდინოს
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 14:08

გირგვლიანის საქმეში ბრალდებულის, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის,  დავით ჩხიტუნიძის ექსტრადაციის საკითხი კვლავ გაურკვეველია. ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საბერძნეთში მის ცოცხლეს შესაძლოა საფრთხე კვლავ დაემუქროს. ოჯახის წევრები ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადაციას სასწრაფოდ ითხოვენ. „რეპორტიორი" მთავარ პოროკურატურას დაუკავშირდა:

„ექსტრადაციის პროცედურებს,  ყველა ქვეყანა შიდა კანონმდებლობით, ინდივიდუალურად არეგულირებს.ზოგ ქვეყანას აქვს გამარტივებული წესი, თუმცა ამ გამარტივებული წესისთვისაც არის გარკვეული დრო საჭირო. ამ შემთხვევაში საბერძნეთს არანაირი გამარტივებული წესი არ აქვს. პროცესი, ბუნებრივია, დაყრდნობილია იმ ქვეყანაში მოქმედ კანონებზე და კანონმდებლობაზე.

საქართველოს პროკურატურას, არც ხელისუფლებას, არც ჩხიტუნიძის ოჯახის წევრებს, არ აქვს არანაირი საშუალება, კანონმდებლობაზე ზემოქმედება მოახდინოს, რომ მოხდეს სასწრაფო წესით ექსტრადაცია. ჩვენ მთლიანად საბერძნეთის გადაწყვეტილებაზე ვართ დამოკიდებული, სანამ თვითონ არ გაივლიან იმ პროცესს, რასაც ჰქვია გადმოყვანა, იქამდე არანაირი ღონისძიების გატარება არ შეგვიძლია" - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბარში მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი.

ხათუნა პაიჭაძის  განცხადებით, გადმოყვანისას დაკავებულის უსაფრთხოებაზე ის მხარეა პასუხისმგეგებლი, რომელ ქვეყანაშიც  დაკავებული პიროვნება იმყოფება. თუ როდის მოხდება დავით ჩხიტუნიძის ექსდრადირება, პაიჭაძის თქმით, კონკრეტული დრო ჯერ-ჯერობით უცნობია. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016