გირგვლიანის საქმეში ბრალდებულის, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით ჩხიტუნიძის ექსტრადაციის საკითხი კვლავ გაურკვეველია. ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საბერძნეთში მის ცოცხლეს შესაძლოა საფრთხე კვლავ დაემუქროს. ოჯახის წევრები ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადაციას სასწრაფოდ ითხოვენ. „რეპორტიორი" მთავარ პოროკურატურას დაუკავშირდა:
„ექსტრადაციის პროცედურებს, ყველა ქვეყანა შიდა კანონმდებლობით, ინდივიდუალურად არეგულირებს.ზოგ ქვეყანას აქვს გამარტივებული წესი, თუმცა ამ გამარტივებული წესისთვისაც არის გარკვეული დრო საჭირო. ამ შემთხვევაში საბერძნეთს არანაირი გამარტივებული წესი არ აქვს. პროცესი, ბუნებრივია, დაყრდნობილია იმ ქვეყანაში მოქმედ კანონებზე და კანონმდებლობაზე.
საქართველოს პროკურატურას, არც ხელისუფლებას, არც ჩხიტუნიძის ოჯახის წევრებს, არ აქვს არანაირი საშუალება, კანონმდებლობაზე ზემოქმედება მოახდინოს, რომ მოხდეს სასწრაფო წესით ექსტრადაცია. ჩვენ მთლიანად საბერძნეთის გადაწყვეტილებაზე ვართ დამოკიდებული, სანამ თვითონ არ გაივლიან იმ პროცესს, რასაც ჰქვია გადმოყვანა, იქამდე არანაირი ღონისძიების გატარება არ შეგვიძლია" - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბარში მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი.
ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, გადმოყვანისას დაკავებულის უსაფრთხოებაზე ის მხარეა პასუხისმგეგებლი, რომელ ქვეყანაშიც დაკავებული პიროვნება იმყოფება. თუ როდის მოხდება დავით ჩხიტუნიძის ექსდრადირება, პაიჭაძის თქმით, კონკრეტული დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.